ამ ეფექტური და მარტივი ვარჯიშების შესრულებისთვის თქვენ არ გჭირდებათ სპეციალურ ხელსაწყოებზე და სავარჯიშო დარბაზზე ფულის დახარჯვა. მათი გაკეთებისთვის საკმარისია მონდომება და 10 წუთი დღეში:
თამასა
მიჰყევით ფოტოზე გამოსახულ მაგალითდს. შეინარჩუნეთ მთელი სხეული, ფეხები და ზურგი სწორ მდგომარეობაში მათი ჩამოწევის და მოხრის გარეშე.
აზიდვები
მიიღეთ პლანკის პოზიცია გამართული ხელებით და შემდეგ დაუშვით თქვენი ტანი რაც შეიძლება დაბლა. თქვენი ზურგი, თეძოები და ფეხები გასწორებული უნდა იყოს ერთ ხაზზე. შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას.
ბარძაყების და საჯდომის ვარჯიში
დადექით ოთხზე და გაწელეთ მარცხენა ფეხი და მარჯვენა ხელი სწორ ხაზზე. შემდეგ ნელა მოხარეთ ისინი და შეეხეთ მარჯვენა იდაყვს მარცხენა მუხლით. გასწორდით და გაიმეორეთ იგივე პროცესი საპირისპირო კიდურებით.
ჩაჯდომები
დადგით ფეხები მხრების სიგანეზე და დადექით მთლიან ფეხზე. წარმოიდგინეთ, რომ წარმოსახვით სკამზე ჯდებით, გაასწორეთ ფეხები და მუხლები ერთ ზოლზე და გაასწორეთ წელი. შეინარჩუნეთ ბალანსი ხელების წინ გაწევით. შემდეგ ისევ აიწიეთ მაღლა რაც შეიძლება ნელა.
მუცლის კუნთების ვარჯიში
დაწექით ზურგზე და გაჭიმეთ ხელები თქვენი თავის მაღლა, მუხლები კი მოხარეთ. ნელა აწიეთ ზედატანი ხელების გაწელვით და შეეხეთ თქვენს ფეხის თითებს. შემდეგ ნელა დაუბრუნდით საწყის პოზიციას.
მუცლის და საჯდომის ვარჯიში
დადექით ხელებზე და ფეხებზე, რათა იგრძნოთ ზურგის დაჭიმულობა. აწიეთ ერთი ფეხი რაც შეიძლება მაღლა, შემდეგ კი ჩამოწიეთ სხეული დაბლა მეორე ფეხის ქუსლის იატაკიდან აწევის გარეშე.
წელი
დაწექით სახით დაბლა და მოხარეთ იდაყვები, რათა დაიწყოთ ხელები თქვენი თავის ქვეშ. აწიეთ ზედატანი რაც შეიძლება მაღლა, გაჩერდით ამ პოზიციაში 2 წამით და ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.