40 წლის შემდეგ ყოველი დეკადის გასვლისას ჩვენი მეტაბოლიზმი 5 პროცენტით ნელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალებმა ფორმის შესანარჩუნებლად საშუალოდ ყოველდღე 100 კალორია უნდა გამოაკლონ საკუთარ დიეტას. თუმცა, საბედნიეროდ არსებობს სხვა გზებიც, რომელიც თქვენი კალორიების დაწვაში დაგეხმარებათ. ნახეთ რომელია მათ შორის ყველაზე ეფექტური მეთოდები:
1. შეასრულეთ სწორი ვარჯიშები
მეტაბოლიზმის შენელებასთან ერთად 30 წუთიან კარდიოს ასევე ისეთი წინაღმდეგობრივი ვარჯიშები უნდა დაუმატოთ, როგორიცაა მაგალითად აზიდვები და ჩაჯდომები. ასევე დღეში 10 ათასი ნაბიჯის გადადგმა მეტაბოლიზმს ძალიან დაეხმარება.
2. დაისახეთ რეალური მიზნები
კვირაში მაქსიმუმ 1 კილოს დაკლება უნდა დაისახოთ მიზნად, რათა თქვენ ჯანმრთელობას ზედმეტი ზიანი არ მიაყენოთ და არარეალური მიზნების ვერმიღწევით გული არ გაიტეხოთ.
3. მიიღეთ ვიტამინები
40 წელს გადაცილებული ქალებისთვის აუცილებელია კალციუმის, B12 ვიტამინის, მაგნიუმის, კალიუმის, D ვიტამინის და პროობიოტიკების მიღება. მათი პოვნა შეგიძლიათ ავოკადოში, ბანანში და გარგარშიც.
4. დაიცავით განრიგი
რეგულარულად, მაგრამ ხშირად ჭამა პრიორიტეტად უნდა აქციოთ. ჭამის გამოტოვება თქვენ მეტაბოლიზმს აზიანებს და ორგანიზმს აიძულებს კალორიების შენახვის დაწყებას მათი დაწვის ნაცვლად. ასევე ყოველთვის მიირთვით გემრიელი საუზმე, რადგან ეს თქვენ მთელი დღისთვის საკმარისი ენერგიით აგავსებთ.
5. არ დაგავიწყდეთ დასვენება
კარგად გამოძინება გახდომაში და სიჯანსაღის შენარჩუნებაში გეხმარებათ. ძილის ნაკლებობა თქვენს ტვინს ცუდი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს, რაც ვარჯიშის გამოტოვებაში და არაჯანსაღი საჭმლის ჭამაში გამოიხატება. თანაც, ძილის ნაკლებობა შიმშილის და დანაყრების ჰორმონების მოქმედებასაც ურევს, რის გამოც გადაჭარბებული რაოდენობის საჭმელი შეიძლება მიირთვათ.
6. დაუწიეთ სითბოს
უფრო გრილი ტემპერატურა გვეხმარება ძილის დროს მეტი ცხიმის დაწვასი, რადგან ჩვენ ორგანიზმს სითბოს შესანარჩუნებლად უფრო ძლიერად უწევს მუშაობა. მეცნიერები გვირჩევენ ოთახში 19 გრადუსის შენარჩუნებას, რაც რამდენიმე კილოს დასაკლებად იდეალური ხერხია.
7. დალიეთ საკმარისი წყალი
წყალი თქვენს ორგანიზმს დეტოქსიკაციაშიც კი ეხმარება. ასევე ჭამის წინ ერთი ჭიქა წყლის დალევა თქვენს მადას ამცირებს და ამის გამო უფრო ნაკლებ კალორიებს იღებთ ვახშმობისას. ცივი წყლის დალევა ასევე კალორიების დაწვას იწვევს, რადგან ორგანიზმი ენერგიას ხარჯავს მის გასათბობად.
8. შეამოწმეთ თქვენი ჯანმრთელობა
ზოგჯერ როდესაც 40 წელს ხართ გადაცილებული და დიდი მონდომების მიუხედავად წონას მაინც ვერ იკლებთ, ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ ღვიძლს დეტოქსიკაცია სჭირდება ან ფარისებრი ჯირკვალს მკურნალობა. ეს ორი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, თუმცა შეიძლება თქვენ სხვა დაავადებაც გაწუხებდეთ, რის გამოც ექიმს რეგულარულად უნდა მიმართოთ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად.