შაკიკის ზუსტი მიზეზების დადგენა შეუძლებელია, თუმცა ექპსერტების აზრით თავის ტკივილების პროვოკაცია შეიძლება მოახდინოს თქვენს მიერ მიღებულმა მედიკამენტებმა, ენდოკრინული სისტემის რადიკალურმა ცვილებებმა და ძილის ნაკლებობამ. ამაზე გავლენა თქვენს მიერ დაცულ დიეტასაც შეიძლება ჰქონდეთ. ნახეთ რაში გამოიხატება ეს:
7. დაძველებული ყველი
ყველი რომელიც დაძველების პროცესს გადის სავსეა ტირამინით. ეს ნივთიერება ამინომჟავებისგან წარმოიქმნება და როგორც წესი დაძველებულ საჭმელებში გვხვდება. მისი დიდი ოდენობით მიღებას შაკიკის გამოწვევა შეუძლია.
6. ციტრუსოვანი ხილი
ციტრუსოვანი ხილის ჭამა თქვენი სისხლის მჟავიანობის დონის შეცვლა შეუძლია, რაც შაკიკის გაჩენის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ციტრუსები ასევე შეიცავენ ტირამინს.
5. ცივი საჭმელები
თუ სხეულის გახურების შემდეგ ნაყინის ჭამას ან ცივი სასმელების დალევას ხართ მიჩვეული, მაშინ მათმა სიცივემ შესაძლოა თავის ტკივილების სტიმულირება გამოიწვიოს 1-2 წუთის განმავლობაში.
4. წებოვანა
წებოვანა ცილაა რომელსაც მარცვლეულის უმრავლესობა შეიცავს. მისი შემცველობის მქონე პროდუქტების ჭამამ შესაძლოა წებოვანას მიმართ სუსტი ტოლერანტობის მქონე ადამიანებში შაკიკი გამოიწვიოს.
3. საჭმლის დანამატები
აზიური საჭმელები, სოიოს სოუსები, გადამუშავებული საჭმელები, დაკონსერვებული ბოსტნეულები და ასევე ტკბილეულის ფერის შესაცვლელად გამოყენებული წითელი და ყვითელი საღებავები ისეთ დანამატებს შეიცავენ, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს და მათ შაკიკის გამოწვევაც კი შეუძლიათ.
2. კოფეინი
დიდი ოდენობით კოფეინის მიღებას ასევე შეუძლია თავის ტკივილების გამოწვევა. ამიტომ დღეში 200-300 მილიგრამზე მეტი კოფეინი არ უნდა მიიღოთ.
1. ალკოჰოლური სასმელები
ბევრმა იცის რომ წითელი ღვინო შაკიკის გამომწვევი სასმელია, თუმცა კვლევების მიხედვით სხვა ალკოჰოლური სასმელებიც, მათ შორის ლუდი და სპირტი ასევე შეიძლება გახდეს შაკიკის გაჩენის მიზეზი.