ხაჭოს ნამცხვარი, რომელიც კიდევ უფრო სასიმოვნოს გახდის ოჯახურ გარემოს. გამოდის ძალიან ნაზი, ფაფუკი, გემრიელი და არომატული.
საჭირო იგრედიენტები:
- ხაჭო 350 გრ
- კარაქი 100გრ
- შაქარი 150 გრ
- ვანილი 5 გრ
- კვერცხი 5 ალი
- ფქვილი 150 გრ
- სოდა ნახევარი ჩ. კ.
- კურაგა ან ქიშმიში გემოვნებით
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, შემდეგ დაამატეთ გამდნარი კარაქი, ვანილი, სოდა, ხაჭო და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღბამდე. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ.
- სურვილისამებრ დაამატეთ ქიშმიში ან კურაგა.
- გამოსაცხობ ყალიბს წაუსვით კარაქი და მომზადებული მასა გადაიტანეთ. კექსი გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 40 წუთის განმავლობაში.
- ხაჭოს ნამცხვარი ზემოდან დაფარეთ შოკოლადის მინანქრით და მორთეთ ნრბისმიერი კენკრით.
უგემრიელესი და ჰაეროვანი ხაჭოს ნამცხვარი მიირთვით და ოჯახის წევრებთან ერთად კიდევ ერთი ლამაზი საღამო გაატარეთ.
ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!