უგემრიელსი ხაჭოს ნამცხვარი ძალიან მარტივი მოსამზადებელია, მხოლოდ ყველა წესი დაიცავით და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით დ შედეგით ისიამოვნებთ.
საჭირო იგრედიენტები:
- ხაჭო 1 კგ
- შაქარი 1 ჭიქა
- მანინის ბურღული ნახევარი ჭიქა
- რძე ნახევარი ჭიქა
- კვერცხი 5 ცალი
- ქიშმიში 1 ჭიქა
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
- ვანილი
- კარაქი 10 გრ
- ტკბილი კრუტონები 2 ს .კ.
მომზადების წესი:
- ღრმა თასში ათქვიფეთ ხაჭო და შაქარი.
- დაამატეთ შაქარი და მანანის ბურღული.
- დაასხით რძე, დაამატეთ ვანილი და მარილი.
- ყველაფერი კარგად ათქვიფეთ მიქსერით.
- დაამატეთ ქიშმიში და შეაზილეთ მიქსერით (ამუშავეთ დაბალ სიჩქარეზე).
- საცხობ ყალიბს (დახლოებით 22 სანტიმეტრი დიამეტრის) წაუსვით კარაქი.
- შემდეგ მოაყრეთ დაფხვნილი ტკბილი ორცხობილა.
- ხაჭოს მასა გადაიტანეთ ფორმაში.
- წინასწარ გააცხელეთ ღუმელლი 160 გრადუს ტემპერატურაზე და აცხვეთ 70-75 წუთის განმავლობაში.
- ნამცხვარი გააციეთ და ყალიბი შემდეგ მოხსენით.
- შეგიძლიათ ზემოდან დაფაროთ შაქრის ფხვნილით.
უგემრიელესი და ჰაეროვანი ხაჭოს ნამცხვარი მიირთვით და ისიამოვნეთ.