ყველა ქალბატონის სანუკვარი ოცნებაა, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს გლუვი და მკვრივი სახის კანი, ნაოჭების გარეშე ლაღად იგრძნოს თავი და სარკიდან ისევ ის ყმაწვილი გოგონა შემოსცქეროდეს.
გსურთ, სწრაფად გაახალგაზრდავება და თან ისეთი უმარტივესი მეთოდის გამოყენებით, რომ მთელი ხელფასი არ დახარჯოთ.
სტატიაში შემოგთვაზებთ პოპულარული და ეფექტური საშუალების, ჩინური ნიღაბის, რეცეპტს, რომელიც კანის გამაახალგაზრდავებელი დაუჯერებლად ეფექტური საშუალებაა.
პირველივე პროცედურის შემდეგ საოცარ შედეგს მიიღებთ და თქვენი კანის სილამაზით აღფრთოვანდებით.
სილამაზის ჩინური ნიღაბი, რომელის ძირითადი იგრედიენტები თაფლი, სახამებელი და მარილია, ათანაბრებს სახის კანის ტონს, შესამჩნევად ამცირებს პიგმენტურ ლაქებს, ამკვრივებს კანს და ანიჭებს სიგლუვეს.
საჭირო იგრედიენტები:
- თხელი კონსისტენციის თაფლი 1 ჩ. კ.
- სახამებელი 1 ჩ. კ.
- მარილი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- თაფლი და სახამებელი კარგად აურიეთ, დაამატეთ დაფქვილი ზღვის მარილი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ჩვეულებრივი იოდიზირებული მარილით) და კარგად აურიეთ.
- თუ თქვენ მგრძნობიარე და გამომშრალი კანი გაქვთ ნიღაბს დაამატეთ 1 ჩ. კ. რძე.
- ნიღაბი მზადაა და წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე მომზადებული მასის რამდენიმე ფენა დაიტანეთ.
- თუ უსიამოვნო შეგრძნება გექნებათ, იგრძნობთ წვას, ქავილს სახე დაუყონებლივ ჩამოიბანეთ.
- ეფექტური შედეგისთვის რეკომენდებულია ჩინური ნიღაბი 20 დღის განმავლობაში დღეგამოშვებით გაიკეთოთ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და ზედმეტი ხარჯების გარეშე დატკბით თქვენი კანის სილამაზით.