კარამელის საოცრება, რომელიც თქვენს ნამზადს საოცარ გემოს შეჰმატებს.
შემოგთავაზებთ კარამელის კრემის რეცეპტს, რომელიც საოცრად გემრიელია, მოსამზადებლად კი უმარტივესია.
საჭირო ინგრედიენტები:
- შაქარი 300 გრ
- რძე (ცხიმიანი) 600 მლ
- ფქვილი 4 ს. კ.
- კვერცხი 4 ცალი
- მარილი
მომზადების წესი:
- აიღეთ ქვაბი, ჩაყარეთ 150 გრ შაქარი, დაასხით 2-3 ს. კ. წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ. ადუღეთ სანამ მასა არ გაყავისფერდება.
- დააყარეთ დარჩენილი შაქარი და თანდათან დაასხით რძე. ფქვილი ცალკე გახსენით რამდენიმე სუფრის კოვზი რძის საშუალებით, შემდეგ დაამატეთ შაქრიან მასას და თან მორევა არ შეწყვიტოთ.
- ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. ცალკე ათქვიფეთ კვერცხები მარილთან ერთად და ნელ-ნელა დამატეთ კრემს. დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, თან განუწყვეტლი ურიეთ.
უგემრიელესი კარამელის კრემიც მზად არის, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მორთოთ ტორტები.
უგემრიელესია მერინგი კარამელის კრემით. გამომცხვარი ბეზეების, კარამელისა და ნიგვზის საოცარი გემო აღგაფრთოვანებთ.
მოამზადეთ, მიირთვით და ისიამოვნეთ.