ნოყიერი ღვეზელი ქათმის ხორცისა და სოკოს შიგთავსით

ძვირფასო დიასახლისებო, გაგიზიარებთ საკუთრ გამოცდილებას და შემოგთავაზებთ უგემრიელესი, მრავალი არომატით გაჯერებული, ნოყიერი ღვეზელის რეცეპტს, რომელიც უტყუარი დასტური იქნება იმისა, რომ თქვენ სასწაული დიასახლისი ბრძანდებით. მოამზადეთ ღვეზელი და კიდევ უფრო მეტი ხიბლი შეჰმატეთ სუფრას.

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • ფქვილი 300 გრ
  • არჟანი 100 გრ
  • კარაქი (გამდნარი) 50 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • მარილი მწიკვი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:

  • ქათმის ფილე 1 ცალი
  • სოკო 300 გრ
  • კარტოფილი 5 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • ყველი 60 გრ
  • მარილი, პიმპილი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით
  • ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • სეზამი 1 ს. კ.
  • წყალი 1 ს. კ.

შიგთავსის მომზადება:

  1. მოხარშეთ კარტოფილი და მოამზადეთ პიურე.
  2. მოხარშული ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  3. ყველი გახეხეთ მსხვილ სახეზე.
  4. ხახვი დაჭერით წვრილად და მოთუშეთ, სანამ არ გახდება ოქროსფერი.
  5. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი სოკო და მიღებული მასა შეწვით, საანამ სითხე არ აორთქლდება.
  6. დაამატეთ ხორცი და კიდევ რამდენიმე წუთი გაარძელეთ მოთუშვა.

ცომის მომზადება:

  1. ათქვიფეთ კვერცხი, არაჟანი და მარილი, დაასხით გამდნარი კარაქი და დაამატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მოზილეთ ფაფუკი ცომი.
  2. ცომს დააფარეთ და გააჩერეთ ნახევარი საათი.
  3. მომზადებული ცომი გაყავით ორ ნაწილად.
  4. ჯერ ერთი გუნდა გააბრტყელეთ და დაიტანეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი არის დაფენილი. კიდეები ამოუწიეთ ფორმის კედლებზე.
  5. ცომზე თანაბრად გაანაწილეთ ჯერ კატოფილის პიურე, შემდეგ სოკოსა და ხორცის მასა და ბოლოს მოაყარეთ გახეხილი ყველი.
  6. გააბრტყელეთ მეორე გუნდა და გაადაფარეთ. ნაპირები კარგად შეკარით. აიღეთ ჩანგალი და ცომი დაჩხვლიტეთ.
  7. ზედაპირზე გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გულისა და წყლის ნარევი, შემდეგ მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
  8. ღვეზელი გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე.

მოამზადეთ უგემრიელესი, ნოყიერი ღვეზელი ქათმისა და სოკოს შიგთავსით და გააბედნიერეთ თქვენი საყვარელი ადამიანები.