რა იწვევს ხელებისა და ფეხების დაბუჟებას და როგორ გადავჭრათ პრობლემა

ხშირად გაღვიძებთ ხელების დაბუჟება? დიდხანს ავარჯიშებთ ხელისგულებს, რათა მათ მგრძნობელობა დაუბრუნოთ. რა იწვევს დაბუჟებას და როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ პრობლემას?

როდესაც სხეულის გარკვეული უბნები იკუმშება, ხელს უშლის ნორმალურ სისხლის მიმოქცევას და სისხლის ნაკადი ვერ აღწევს ხელებამდე.

სიმართლე ისაა, რომ კრუნჩხვა და დაბუჟება საშიში და სანერვიულოა. შეიძლება ეს პრობლემა გამოწვეული იყოს ცუდ პოზაში ძილის შედეგად, რაც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ ნაკადს ან კიდევ შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა მიზეზებით, რომლებიც დაუყონებლივ საჭიროებს ყურადღების მიქცევას.

გარკვეულმა საქმიანობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მაჯებზე, მაგალითად, კომპიუტერის კლავიატურასთან მუშაობამ, მაკრატლის მოხმარებამ და კერვამ. მოცემულმა საქმიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ხელების ნერვების გადატვირთვა. ღამით, როდესაც სხეული მოდუნებულია, ნერვები და მყესები გამოყოფენ დაძაბულობას უფრო დიდი ინტენსივობით.

იხილეთ სხვა მიზეზებიც:

სითხის შეკავება

ჭარბმა წონამ და სიმსუქნემ შეიძლება გამოიწვიოს კიდურების (ხელებისა და ფეხების) შეშუპება. სითხის გადაჭარბებული შეკავების გამო ჩხვლეტის შეგრძნება კიდევ უფრო აქტიურდება ღამით.

B ვიტამინის დეფიცტი

B ვიტამინის დეფიციტი კიდევ ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომელიც პროვოცირებს კიდურების ხშირ დაბუჟებას. თუ პრობლემისგან თავის დაღწევა გსურთ, აუცილებლად უნდა დაუთმოთ სათანადრო ყურადღება კვებას.

რა უნდა გააკეთოთ ამ პრობლემის გადასაჭრელად? სტატიაში იხილეთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელთა გათვალისწინებით შეძლებთ ამ უსიამოვნო შეგრძნებისგან თავის დღწევას.

ძილის წინ 10 წუთით ჩაყავით ფეხები ან ხელები ცივ წყალში. ამ მეთოდით ხელს შეუწყობთ სისხლის მიმოქცევას და მოგიხსნით დაბუჟების შეგრძნებას. ეს აგრეთვე საუკეთესო მეთოდია იმუნიტეტის გასძლიერებლად.

1. დაიცავით ჯანმრთელი დიეტა

მოერიდეთ ალკოჰოლის მიღბას, აგრეთვე პროდუქტებს, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით ნატრიუმს და მარილს. კვების რაციონს დაამატეთ სელის თესლი, აგრეთვე რეკომენდებულია ძილის წინ მიიღოთ 1 ს. კ. სელის ზეთი. ის ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული საუკეთესო ბუნებრივი რესურსია. შედეგად გათავისუფლდებით ანთებისგან და გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას.

2. დალიეთ ბევრი წყალი

ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის დატენიანება. დღის განმავლობაში დალიეთ 1,5-2 ლიტრი წყალი. აგრეთვე მიიღეთ ჩაი, დეტოქსიკაციისთვის სმუზები. ეს დაგეხმარებათ დარჩენილი სითხის აღმოფხვრაში.

3. მიირთვით B ვიტამინით მიდარი პროდუქტები

გაამდიდრეთ კვების რაციონის B ვიტამინის შემცველი პროდუქტებით, რათა სწრაფადვე შეიმსუბუქოთ მდგომარეობა.

4. შეასრულეთ ვარჯიშები

გამოყავით დღეში ნახევარი საათი და ივარჯიშეთ,  გაჭიმეთ ფეხები, ხელები, ამოძრავეთ მაჯები. ივარჯიშეთ რეგულარულად და გათავისუფლდით დაბუჟებისგან და ტკივილისგან.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.