აჯიკა ჭარხლით – განუმეორებელი გემო, ფერი, არომატი და საოცარი კონსისტენციის მასა. დამერწმუნეთ, ერთხელ თუ დააგემოვნებთ, ვერ დაივიწყებთ. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!
აჯიკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ჭარხალი 1 კგ
- პომიდორი 1,5 კგ
- ბულგარული წიწაკა (წითელი)1 კგ
- მწარე წიწაკა 3-5 ცალი
- ნიორი 2 თავი
- შაქარი 100 გრ
- მარილი 2 ს. კ.
- ძმარი 9%-იანი 100 მლ
- ზეთი 100 მლ
მომზადების წესი:
- ჭარხალი და პიმპილი დაჭერით მსხვილ ნაჭრებად და გაატარეთ.
- მიღებულ მასას დაამატეთ შაქარი, მარილი, გადაიტანეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. კარგად მოურიეთ, ქვაბს დაახურეთ და აადუღეთ.
- ადუღეთ 45 წუთი, შემდეგ დაამატეთ ძმარი, ზეთი და კვლავ ხარშეთ 15 წუთით.
- ქილები და ხუფები გაასტერილეთ. აჯიკა გადაიტანეთ ქილებში და მოხუფეთ.
დიასახლისთა შორის ჭარხლიანი აჯიკა დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცადეთ თქვენც!