უგემრიელესი ლეჩო ლობიოთი ზამთრისათვის. როგორც კი გასინჯავთ, მაშინვე შეგიყვარდებათ

ვემზადებით ზმთრისთვის და ამჯერად, შემოგთავაზებთ უგემრიელესი ლობიოს  რეცეპტს, რომელსაც ზამთრის სუსხიან დღეებში ყველა სიამოვნებით მიირთმევს. ლეჩო ლობიოთი უმარტივესი მოსამზადებელია.

საჭირო ინგრედიენტები: პომიდორი 3 კგ., წითელი ბულგარული პიმპილი 1,5 კგ., ლობიო 400 გრ., შაქარი 5 ს. კ., მარილი 2 ს. კ., ზეთი 220 მლ., ძმარი 100 მლ.

მომზადების წესი:

1. ლობიოს დაასხით წყალი და გააჩერეთ მთელი ღამით, დილით ჩვეულებრივად მოხარშეთ.

2. პომიდორი გარეცხეთ, გაფცქვენით და დააბლენდერეთ. მიღბული მასა გადაასხით ქვაბში, დაამატეთ მარილი, შაქარი, ზეთი, კარგად აურიეთ და აადუღეთ.

3. ბულგარული პიმპილი გაასუფთავეთ თესლისგან, დაჭერით თქვენთვის სასურველ ნაჭრებად და დაამატეთ ადუღებულ პომიდორს. 15 წუთის განმავლობაში აადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ურიეთ.

4. მითითებული დროის გასვლის შემდეგ დაამატეთ ლობიოს მოხარშული მარცვლები და ძმარი. კარგად აურიეთ და ადუღეთ კიდევ 10 წუთი.

5. მომზადებული ლეჩო ცხელი გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში და დაახურეთ გასტერილებული ხუფები. ქილები  ამოაბრუნეთ და შეფუთეთ, გაგრილების შემდეგ შეინახეთ საკუჭნაოში.

მოამზადეთ ლეჩო ლობიოთი და ზამთრის ცივ დღეებში გემრიელად მიირთვით!