როგორ გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი, რათა ნელ-ნელა, თუმცა სტაბილურად დავიკლოთ წონაში

ვაშლის ძმარი უძლიერესი ბუნებრივი სააშუალებაა, რომელიც გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

ბუნებრივი სიმდიდრე, ვაშლის ძმარი, აქვეითებს მადას, აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს, ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას, ასწრაფებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ცხიმის წვას, შეიცავს დიდი რაოდენობით ორგანულ მჟავებსა და ფერმენტებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ხელს უწყობს ინსულინის სეკრეციას, გაგათავისუფლებთ ტოქსინებისგან  და უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების შეწოვას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვაშლის ძმარი გამწმენდი საშუალებაა. ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა კი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და ასწრაფებს მეტაბოლიზმს.

მრავალ შესაძლებლობათა შორის ვაშლის ძმარი, ეს საოცარი  პროდუქტი, წონაში დასაკლებად საუკეთესო საშუალებაა, რომელიც სტაბილურ შედეგს იძლევა. გახდომის პროცესი მიმდინარეობს ნელა, მაგრამ დაკარგულ  კილოგრამებს სამუდამოდ დაემშვიდობებით.

სასურველი შედეგის მისაღებად ვაშლის ძმარი უნდა გამოიყენოთ შემდეგი წესის მიხედვით: მიღება დაიწყეთ მცირე რაოდენობით, ფინჯან წყალს დაამატეთ 1 ჩ. კ. ვაშლის ძმარი და მიიღეთ დღეში ერთხელ. თანდათან შეგიძლიათ გაზარდოთ ვაშლის ძმრის რაოდენობა 2 ჩაის კოვზამდე და მიიღოთ დღეში 2-ჯერ.

ნივთიერებათა ცვლის ასასწრაფებლად და ჭამის მადის შესამცირებლად ვაშლის ძმარი მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე.

ვაშლის ძმარი შეგიძლიათ დაამატოთ დილის წყალს, რომელსაც იღებთ უზმოზე გაღვიძებისთანავე.

დაიმახსოვრეთ, ძმარი ძალიან მჟავეა, ამიტომ აუცილებლად გახსენით წყალში და დაიცავით კბილები, ყელი და კუჭი. ვაშლის ძმარი არ მიიღოთ გაუზავებელი და დიდი რაოდენობით. ნარევს შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თაფლი.

ვაშლის ძმარი წმენდს ორგანიზმს და მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული საშუალება. მისი რეგულარულად მიღება  დაგეხმარებათ დიაბეტისა და სიმსივნის წინააღმდეგ, დაგიცავთ გულის დაავადებებისგან.

ვაშლის ძმარი წონაში სწრაფად არ დაგაკლებინებთ. დაიკლებთ ნელ-ნელა თვეში 2-3 კილოგრამს, მაგრამ შედეგი სტაბილური იქნება.

ვაშლის ძმარი შეგიძლიათ დაამატოთ ჩაის, სმუზებს,  კერძებს, ძალიან უხდება ბოსტნეულს, თევზს, სალათებს, სოუსებს.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალება, იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე!