როდესაც ჩემს შვილებს ხველა აწუხებთ, სიროფების ნაცვლად, მათ სამკურნალო ჩაის ვაძლევ

ხალხური მედიცინა მდიდარია უმარტივესი და ეფექტური რეცეპტებით, რომელთა შემადგენლობა დატვირთულია ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული ინგრედიენტებით. შემოგთავაზებთ ხველისა და ბრონქიტის სამკურნალო ხელნაკეთი სასმელის რეცეპტს.

სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 250 მლ
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • კარაქი 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.
  • სოდა ¼ ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. რძე აადუღეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ.
  2. თბილ რძეს დაამატეთ კარაქი, თაფლი და კარგად აურიეთ.
  3. ბოლოს დაამატეთ კვერცხის გული და სოდა.
  4. კიდევ ერთხელ კარგად აურეით და მიიღეთ.

ეს საშუალება, რომელიც მალამოსავით ედება ბრონქებსა და სასუნთქ გზებს, მართლაც რომ უებარია. გისურვებთ ჯანმრთელობას!