არაჟნის ფაფუკი ორცხობილები, რომლებიც ყოველ წელს ამშვენებს ჩემს საახალწლო სუფრას

ამ საოცრად გემრიელი ორცხობილების მომზადების დროს მთავარია ფანტაზია და კარგი განწყობა.

არაჟნის ფაფუკი და არომატული ცომით შეგიძლიათ გამოაცხოთ სხვადასხვა ფორმის ორცხობილები და დაამშვენოთ თქვენი სადღესასწაულო სუფრა.

ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი 100 გრ (დარბილებული)
  • არაჟანი 200 გრ (ნებისმიერი ცხიმინობის)
  • შაქარი 1 ჩ. ჭ. (თუ ტკბილი გიყვართ, დაამატეთ კიდევ ცოტა შაქარი)
  • ვანილი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ფქვილი 3,5 ჩ. ჭ.
  • გამაფხვიერებელი 1,5 ჩ. კ. ან სოდა ნახევარი ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. ფქვილი გაცერით და აურიეთ გამაფხვიერებელი.
  2. კვერცხი შაქართან ერთად კარგად ათქვიფეთ. თანდათან  დაამატეთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი. გამოხელეთ ცომის გუნდა, ჩადეთ თასში და 2-3 საათით შედეთ მაცივარში.
  3. მითითებული დროის გასვლის შემედეგ, ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, გააბრტყელეთ 8 მმ-1 სმ სისქის ფენად და დაჭერით თქვენთვის სასურველი ფორმებით. თუ ფორმები არ გაქვთ, მაშინ დაჭერით კვადრატებად, რომბებად, სამკუთხედებად, ჭიქით გამოჭერით წრეები და ა. შ. შეგიძლიათ მზა ცომები ამოავლოთ შაქარში და ისე გამოაცხოთ. მზა ორცხობილები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ დაფენილი.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრდუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი.

ორცხობილები გამოდის რბილი, ნოყიერი და ძალიან გემრიელი. გააფორმეთ ისინი თქვენი სურვილის მიხედვით ან დაფარეთ შაქრის ფხვნილით. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!