შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი ფუნთუშების რეცეპტს. როდესაც მათ ვამზადებ, მთელ სამეზობლოში საოცარი არომატი და სურნელი დგება.
ფუმფულა და არომატული ფუნთუშების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 4 ცალი
- მარგანინი ან კარაქი (დაარბილებული) 200 გრ
- რძე 3 ჩ. ჭ.
- შაქარი 1-1,5 ჩ. ჭ.
- საფუარი 3 ს. კ.
- მარილი 2 მწიკვი
- ფქვილი 1,5 კგ
- ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ
- კვერცხი
მომზადების წესი:
- თბილ რძეში გახსენით საფუარი და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოზილეთ ცომი. მიიღებთ რბილ და ელასტიურ ცომს. ცომი ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ.
- ცომი გაყავით 4 ნაწილად. გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ 0,5 სმ სისქის მრგვალ ფენად. ფენას სწორი ფორმა რომ მისცეთ, გამოსაჭრელად ქვაბის სახურავი გამოიყენეთ.
- თითოეული ფენა დაჭერით 8 ტოლ სეგმენტად. შემდეგ თითოეული ნაწილი გადაახვიეთ ფართო ნაწილიდან წვეროსკენ.
- საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და დააწყვეთ ფუნთუშები. ხვეულებს შორის მეტი მანძილი დატოვეთ, რადგან ცხობის დროს ფუვდება.
- საცხობ ფორმას გადააფარეთ ტილო და 30 წუთით გააჩერეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
- ფუნთუშებს გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და შედეთ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 25 წუთი. მზა ფუნთუშებს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
შეგიძლიათ ხვეულები მოამზადოთ თქვენთვის სასურველი შიგთავსით, მაგალითად, კარამელით, ხილფაფით. მხოლოდ ცომის მომზადებისას შეამცირეთ შაქრის რაოდენობა. გემრიელად მიირთვით!