ნაწლავების მსუბუქი წმენდა და საჭმლის მონელების მოწესრიგება ხელმისაწვდომი საშინაო რეცეპტით

საჭმლის მომნებელი ტრაქტი რთული მექანიზმია და კიდევ უფრო რთული პროცესია საჭმლის მონელება.

კვების რაციონი დატვირთულია გადამუშავებული საკვები პროდუქტებითა და ტოქსიკური ნივთიერებებით, რომლებიც მრავალი ქრონიკული დაავადების გამომწვევია. თუ გვსურს,  ვიყოთ ჯანმრთელი, ავირიდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ხელი შევუწყთ ჩვენი ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებას, აუცილებელია, ვიკვებოთ სწორად, მივიღოთ ჯანსაღი და სასარგებლო საკვები.

გარდა ამისა, აუცილებელია ნაწლავების დეტოქსიკაცია, ორგანიზმის გაწმენდა დაგროვილი ნარჩენებისგან, ლორწოსგან.

სტატიაში შემოგთავაზებთ გამწმენდი სასმელის რეცეპტს, რომელიც ღრმად წმენდს ნაწლავებს და საგრძნობლად აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას.

გამწმენდი ნახარშის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შავი ქლიავის (ჩირი) 200 გრ
  • ფინიკი 200 გრ
  • ადუღებული წყალი 4 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

ადუღებულ წყალში ჩაყარეთ დაჭრილი გამომშრალი ხილი,  დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 15 წუთი. ნახარში გააგრილეთ, გადაწურეთ, გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. სამკურნალო ნახარში მიიღეთ უზმოზე 1 ს. კ.

ამ გზით შეძლებთ მსხვილი ნაწლავის გაწმენდას და გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

გაითვალისწინეთ, შემოთავაზებული ნახარშის გამოყენება დასაშვებია წელიწადში ერთხელ. გისურვებთ ჯანმრთელობას!