ხაჭოს ფრანგული კლასიკური დესერტი, რომელიც სინაზითა და საოცარი არომატით გამოირჩევა

ხაჭოს არომატით გაჯერებული ნამცხვრები ყოველთვის ძალიან გემრიელია. ამჯერად, შემოგთავაზებთ სინაზით გამორჩეული ფრანგული კლასიკური დესერტის რეცეპტს. ხაჭოს ნაზი და ჰაეროვანი დესერტი პირში დნება.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 1 კგ
  • მანანი 75 გრ
  • კვერცხი 4 ცალი
  • კარაქი 125 გრ
  • შაქარი 250 გრ
  • გამაფხვიერებლი 10 გრ
  • ვანილის შაქარი 1 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 3-4 ს. კ.
  • ლიმონის ცედრა 2-3 ჩ. კ.
  • სიმინდის სახამებელი 4 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. კარაქს დაამატეთ შაქარი, ვანილის შაქარი, ლიმონის წვენი, ცედრა და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხის გულები.
  2. სიმინდის სახამებელი, მანანის ბურღული, გამაფხვიერებელი აურიეთ და მიღებული ნარევი შეურეით კარაქიან მასას. ბოლოს ნაწილ-ნაწილ დაამატეთ დაბლენდერებული ხაჭო.
  3. კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ და ნაზად შეურიეთ  მომზადებულ მასას.
  4. კექსის საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელი გააცხელეთ 180 გრასდუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი.

დესერტი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ. გემრიელად მიირთვით!