შოკოლადისა და ხაჭოს ეს ტორტი ისეთი ნაზი გამოდის და გემრიელი გამოდის, კიდევ ბევრჯერ მოამზადებთ

შემოგთავაზებთ შოკოლადის არომატით გაჯერებული ხაჭოს უგემრიელესი და უნაზესი ნამცხვრის რეცეპტს. დესერტი უმარტივესი მოსამზადებელია.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 300 გრ
  • კარაქი 200 გრ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • შაქარი 120 გრ
  • კაკაო 3 ს. კ.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ხაჭო 600 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 160 გრ
  • სახამებელი 1 ს. კ.
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. გაცრილ ფქვილს დაამატეთ შაქარი, გამაფხვიერებელი, კაკაო და აურიეთ. ფქვილიან ნარევს ჩაახეხეთ ცივი კარაქი და ხელით ნაზად  აურიეთ ისე, რომ ფხვიერი ნამცეცები მიიღოთ.
  2. ამზადებთ შიგთავსს. ხაჭოს შეათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი და სახამებელი.
  3. დაგჭირდებათ 20 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა. დაფარეთ ის პერგამენტის ქაღალდით.
  4. ცომი გაყავით სამ ნაწილად. ჯერ ერთი, ნაწილი გაანაწილეთ ფორმაზე და ხელით მსუბუქად დააწექით. შემდეგ თანაბრად გაანაწილეთ ხაჭოიანი მასის ნახევარი, ხაჭოს ფენაზე_ცომის მეორე ნაწილი, შემდეგ_დარჩენილი ხაჭოიანი მასა. ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ცომი.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი.

ნამცხვარი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!