ტერფებზე ნახეთქების, კოჟრების, სოკოს, ბზარების არსებობა საკმაოდ არაესთეტიკურია. თუ ეს პრობლემები დროულად არ მოგვარდება, შეიძლება ჯანმრთელობის უფრო სერიოზული პრობლემების განვითარება გამოიწვიოს. საბედნიეროდ, არსებობს მრავალი მარტივი და სრულიად ბუნებრივი გზა მათგან თავის დასაღწევად.
სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივესი, უსაფრთხო და ბიუჯეტური ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომელიც საუკეთესოა კოჟრების, ნახეთქების, ბზარებისა და სოკოს საწინააღმდეგოდ.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ლიმონის წვენი
- ასპირინი 5 აბი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ასპირინის აბები დაფშხვენით, დაამატეთ იმ რაოდენობის წვენი, რომ მიიღოთ პასტისებური მასა.
- დაბანილ ფეხებზე შეიზილეთ მომზადებული ნარევი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დაზიანებულ უბნებს ან ფრჩხილს. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. შემდეგ დაიბანეთ და მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად გამოიყენეთ პემზა, მაგრამ მოერიდეთ კანის მგრძნობიარე უბნებსა და ფრჩხილებს.
სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ და სასურველი შედეგიც დიდი ხნით არ დააყოვნებს.