ენერგეტიკული სალათი ანემიის, ჭარბი წონისა და ქოლესტერინის მოჭარბებული დონის ძლიერი მტერია

შემოგთავაზებთ ენერგეტიკული სალათის რეცეპტს, რომელიც  ორგანიზმს აწვდის უამრავ აუცილებელ საკვებ ნივთიერებას, ვიტამინს, მინერალს, აღგავსებთ ენერგიითა და სიცოცხლისუნარიანობით. გარდა ამისა, მოცემული სალათი  წონის დასაკლებად საუკეთესო საშუალებაა.

ენერგეტიკული სალათის ძირითადი ინგრედიენტი ლობიოა. სალათის საშუალებით შეძლებთ სისხლში შაქრის დონის შემცირებასა და დიაბეტის სიმპტომების შემსუბუქებას.  პარკოსნები რთული ნახშირწყლების, ცილების, ვიტამინების, მინერალებისა და ბოჭკოების წყაროა.

პარკოსნები მცირე რაოდენობით შეიცავს ცხიმებს. სწორედ ამიტომ, საუკეთესოა წონაში დასაკლებად.

ენერგეტიკული სალათი შეიცავს დიდი რაოდენობით თიამინს,  რიბოფლავინს, ნიაცინს და ფოლიუმის მჟავას. თიამინი, რიბოფლავინი, ნიაცინი აუცილებელია ენერგიის აღსადგენად, ხოლო ფოლიუმის მჟავა_უჯრედების გასაახალგაზრდავებლად.

100 გრ პარკოსნები შეიცავს 17 გრ ბოჭკოს. ეს მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ ბოჭკოს სარგებელს სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. ბოჭკოები აგარიდებთ ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკს, როგორიცაა სიმსუქნე, დიაბეტი და კიბო.

ენერგეტიკული სალთის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შავი ან წითელი ლობიო, ან მუხუდო 3 ჩ. ჭ.
  • წითელი ბულგარული პილპილი 1 ცალი
  • ყვითელი ბულგარული პილპილი 1ცალი
  • წითელი ხახვი ნახევარი
  • ოხრახუში 1 კონა
  • ლიმონის წვენი 2 ს. კ.
  • ზეითუნის ან სელის ზეთი 1 ს. კ.
  • ზღვის ან ჰიმალაის მარილი გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

ლობიო ან მუხუდო 7-8 საათით ჩაალბეთ წყალში. შემდეგ კარგად გარეცხეთ და ჩვეულებრივი წესის მიხედვით მოხარშეთ. მზა ლობიო გადაწურეთ და გააგრილეთ.  მოცემული ინგრედიენტები დაჭერით კუბიკებად და დაამატეთ ლობიოს. სალათი შეაზავეთ დაჭრილი მწვანილით, ზეთითა და მარილით.

შეგიძლიათ დაამატოთ პამიდორი, ჭარხალი, ნიახური, სტაფილო, კომბოსტო და სხვა პროდუქტები. ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

მიირთვით გემრიელი სალათი და ჯანსაღი გზით დაიკელით წონაში! სალათი თამამად შეუძლიათ მიირთვან დიაბეტიკებმა.