მარტივი საშინაო საშუალება არა მხოლოდ შეამცირებს ნაოჭებს, არამედ დაუბრუნებს კანს სიმტკიცეს

ნაოჭების გაჩენა გარდაუვალია, მაგრამ თუ სათანადოდ ვზრუნავთ ჯანმრთელობასა და კანის მდგომარეობაზე, შევძლებთ ამ პროცესის შეფერხებას.

ასაკთან ერთად, კანი იწყებს ნაკლები წყლის შეკავებას, რაც იწვევს გაუწყლოებას, ნაოჭებისა და კანის სხვა ნაკლოვანებების წარმოქმნას. ჩვენც გულმოდგინედ ვეძებთ გზებს კანის  დატენიანებისთვის და ვცდილობთ, რაც შეიძლება დიდი ხნით შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა.

შემოგთავაზებთ მარტივი ხელნაკეთი სშუალების რეცეპტს, რომლის წყალობით შეძლებთ კანის ბუნებრივ დატენიანებას. ნიღაბი კვებავს კანს, ანიჭებს ელასტიურობას, ამცირებს ნაოჭებს.

დამატენიანებელი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვაზელინი 2 ჩ. კ.
  • ნუშის ზეთი 1 ს. კ.
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • მწიფე ავოკადო 1 ცალი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. პირველ რიგში, ავოკადო დააბლენდერეთ. ვაზელინი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და აურეით ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  2. მომზადებული ნიღაბი გააჩერეთ 5 წუთი და შემდეგ მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კანზე. სამოქმედოდ  დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მოცემული ნიღაბის გამოყენების შემდეგ  მოერიდეთ მზეს.

კიდევ ერთ პატარა რჩევას მოგცემთ, მიიღეთ დღეში მინიმუმ 2 ლ წყალი.