შემოგთავაზებთ ბანანის უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს, რომელიც ისეთი ნაზი, ჰაეროვანი და ფხვიერია, რომ ენაზე დნება.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 200 გრ
- კვერცხი 1 ცალი
- შაქარი 1 ს. კ.
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- კარაქი 100 გრ
გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- არაჟანი 200 გრ
- კვერცხი 1 ცალი
- ფქვილი 2 ს. კ.
- შაქარი 100 გრ
- ბანანი 2 ცალი
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ.
- დაამატეთ გამაფხვიერებელი და დარბილებული კარაქი.
- თანდათან დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- ბანანი დაჭერით თხელ ნაჭრებად.
- გულსართის მოსამზადებლად კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ. შემდეგ შეურიეთ არაჟანი და ფქვილი.
- საშუალო ზომის საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. მზა ცომი ფორმის ძირზე თხელ ფენად გააბრტყელეთ და ამოიტანეთ გვერდებზეც.
- შემდეგ დააწყვეთ ბანანის ნაჭრები და მოასხით მომზადებული გულსართი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 20 წუთი.
როგორც ხედავთ, ბანანის საოცარი ღვეზელი უმარტივესი მოსამზადებელია. მცირე ძალისხმევა და რამდენიმე წუთში შეძლებთ თქვენი საყვარელი ადამიანების გამასპინძლებას.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!