ღუმელში კანიანად გამომცხვარი კარტოფილი ნივრის ზეთთან ერთად. კიდევ ერთი უგემრიელესი კერძი კარტოფილის მოყვარულთათვის

შემოგთავაზებთ კარტოფილით მომზადებული ძალიან გემრიელი და არომატული კერძის რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 

  • კარტოფილი 8 ცალი
  • კარაქი 30 გრ
  • ნიორი 3 კბილი
  • კამა 1 კონა
  • ზეთი
  • მარილი

მომზადების წესი:

  1. კარტოფილი გათალეთ, კარგად გარეცხეთ. მთლიანი  კარტოფილები შუაში ჩაჭერით ჯვარედინად, არ გააკეთოთ ღრმა ჭრილები. კარტოფილი ნახევრად უნდა მოხარშოთ მარილწყალში. შემდეგ გააგრილეთ, თითოეულს წაუსვით ზეთი და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე.
  2. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი.
  3. კამა დაჭერით წვრილად, დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, დარბილებული კარაქი და აურიეთ.
  4. მზა კარტოფილები გადმოიტანეთ ლანგარზე და ჭრილში ჩაუდეთ ნივრიანი მასა. არომატული კერძი სუფრაზე მიიტანეთ ცხელი.

გემრიელად მიირთვით!