პაპილომა ვირუსული ინფექციაა, რომელიც ვლინდება სხვადასხვა ტიპის მეჭეჭებისა და მახვილწვეტიანი კონდილომების სახით.
პაპილომების გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს:
- სიმსუქნე და ჭარბი წონა
- დიაბეტი
- ჰორმონალური დისბალანსი
- მემკვიდრეობითობა
- დაბალი იმუნიტეტი
სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივეს რეცეპტებს ხალხური მედიცინიდან. მოცემული საშუალებების წყალობით შეძლებთ კანის ამ წარმონაქმნების შემცირებას ან მოცილებას:
1. ქრისტესისხლას წვენი
ეს ძველი და ეფექტური მეთოდი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქრისტესისხლას წვენი აქტიურად გამოიყენება კანის ისეთი პრობლემების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა პაპილომა, მეჭეჭი, აკნე.
დღეში 5-ჯერ, ყოველ 3 საათში ერთხელ, შეიზილეთ პაპილომაზე ქრისტესისხლას წვენი.
2. კარტოფილის წვენი
დღეში 3-ჯერ დაზიანებულ ადგილზე წაისვით კარტოფილის ახალგამოწურული წვენი. ერთი კვირის შემდეგ მიიღებთ შედეგს. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ პაპილომას გაქრობამდე.
3. ბაბუაწვერა
აიღეთ პატარა კონტეინერი, გაავსეთ სამკურნალო მცენარით, დაახურეთ ხუფი და ორი კვირით გააჩერეთ სიბნელეში. მიღებული წვენი დღეში 5-ჯერ წაისვით პაპილომაზე.
4. ჯანჯაფილი
ჯანჯაფილი უძლიერესი სამკურნალო მცენარეა, რომელიც საუკეთესოა კანის სხვადასხვა ანთებისა და დეფორმაციის შესამცირებლად. დღეში რამდენჯერმე შეიზილეთ დაზიანებულ კანზე ჯანჯაფილის ნაჭერი. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა მინიმუმ 2 კვირა.
5. ჩაის ხის ზეთი
ჩაის ხის ზეთის რამდენიმე წვეთი დაიტანეთ ბამბის ტამპონზე და დღეში 3-ჯერ შეიზილეთ პაპილომაზე.
6. ლიმონის წვენი
ლიმონის წვენს შეუძლია კანზე პაპილომების გამომწვევი უჯრედების განადგურება.
ლიმონის ახალგამოწურული წვენით გააჯერეთ ბამბის ტამპონი, დაიდეთ პაპილომაზე და ცოტა ხნით გააჩერეთ. მოცემული საშუალება გამოიყენეთ დღეში 2-3-ჯერ.
ლიმონის წვენის გამოყენების შემდეგ მოერიდეთ მზეზე გასვლას.
7. ორეგანოს ზეთი
აურიეთ ორეგანოს ზეთის 3 წვეთი და 6 წვეთი ქოქოსის ზეთი. ნაზავი დღეში 3-ჯერ წაისვით პაპილომაზე.
8. ბანანის ქერქი
ბანანის ქერქის პატარა ნაწილი დაიდეთ პაპილომაზე, გადაიკარით ლეიკოპლასტირი და სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე.
9. E ვიტამინის კაფსულა
გამოწურეთ ზეთი და შეიზილეთ პაპილომაზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე. პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.
10. ვაშლის ძმარი
ბამბის ტამპონი გააჯერეთ ვაშლის ძმრით და დღეში 3-ჯერ დაიდეთ პაპილომაზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 25-25 წუთი. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.
11. ხახვის წვენი
ხახვი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, გამოწურეთ წვენი, გააჯერეთ მარლის საფენი და დღეში ერთხელ დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.
12. ასპირინი
ასპირინი დაფშხვენით, დააწვეთეთ 1-2 წვეთი წყალი და დღეში 2-ჯერ შეიზილეთ პაპილომაზე.
13. საკვები სოდა და აბუსალათინის ზეთი
აურიეთ 1 წილი საკვები სოდა და 2 წილი აბუსალათინის ზეთი. მომზადებული მასა წაისვით პაპილომაზე, დაიდეთ მარლის საფენი და გადაიკარით ლეიკოპლასტირი. სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე. დილით ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ 7-10 დღის განმავლობაში რეგულარულად.
14. ანანასი წვენი
დღეში რამდენჯერმე წაისვით პაპილომაზე ანანასის წვენი.
15. ნიორი
დღეში რამდენჯერმე წაისვით ნივრის წვენი.
16. ალოე ვერას გელი
ალოე ვერას გელი დღეში 2-3-ჯერ შეიზილეთ პაპილომაზე. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.
გამოიყენეთ მარტივი მეთოდები და სამუდამოდ გათავისუფლდით მოცემული პრობლემისგან!