მარწყვის მურაბის ბოშური რეცეპტი. ისეთი გემრიელი გამოდის, რამდენი ქილაც არ უნდა მოვამზადოთ, ოჯახში არასდროს გვყოფნის

ბოლო პერიოდში დიასახლისები ხილს ყინავენ და ზამთარში საჭიროების მიხედვით იყენებენ. მეც სხვების მსგავსად საყინულეში ვინახავ წითელ და შავ მოცხარს, მოცვს, მაყვალს, ალუბალს. ბროწეულსაც კი ვყინავ და მთელი ზაფხული ვიყენებ სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად. გაყინული მარწყვი კი ვერ გამოვიყენე, რადგან ის გალღობისას  პრაქტიკულად დაიშლა.

შემთხვევით გადავაწყდი გალის კულინარიულ ბლოგს. გალი ბოშაა და ძალიან კარგი კულინარია. მან მარწყვის მურაბა  მოხარშვის გარეშე მოამზადა. დავინტერესდი, ვცადე, მოვამზადე და ძალიან მომეწონა. მსურს, რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მარწყვი 1 კგ
  • წყალი 200 მლ
  • შაქარი 1 კგ
  • ლიმონმჟავა  2 გრ

მომზადების წესი:

  1. თასში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით წყალი, მოურიეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ შაქრის გადნობამდე. აადუღეთ, დაამატეთ ლიმონმჟავა და ადუღეთ 13-15 წუთი.
  2. მარწყვი გარეცხეთ გამდინარე წყალში, გაარჩიეთ, აირჩიეთ საღი მკვრივი ნაყოფი. თუ ნაყოფი დიდი არის გაჭერით სიგრძეზე და ცოტა ხნით დაყარეთ საწურზე.
  3. მარწყვი გადაიტანეთ თასში, დაასხით მდუღარე სიროფი და გააჩერეთ 20 წუთი. მარწყვი გამოყოფს წვენს.
  4. შემდეგ მარწყვი ფრთხილად ამოიღეთ და დააწყვეთ თასზე, სიროფი კი კვლავ ცეცხლზე დადგით და ადუღეთ კიდევ 10 წუთი.
  5. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, თასი გადმოდგით ცეცხლიდან და მდუღარე სიროფი დაასხით მარწყვს. გააჩერეთ 20 წუთი.
  6. შემდეგ მარწყვი გასტერილებულ ქილებში (ქილები ბოლომდე არ გაავსოთ) გაანაწილეთ, ხოლო სიროფი ადუღეთ კიდევ 5 წუთი.
  7. ცხელი სიროფი დაასხით ქილებს და მოხუფეთ. ქილები დააწყვეთ თავდაყირა და გააჩერეთ 3 დღე.

ცადეთ, მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!