როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად საუკეთესო გამოსავალი არის ხელნაკეთი ნიღბები.
შემოგთავაზებთ ღრმა ნაოჭების საწინააღმდეგო თურქული ნიღაბის რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- საკვები სოდა 3 ს. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
- E ვიტამინი 1 ჩ. კ.
- დაფქული დარიჩინი მეოთხედი ჩ. კ.
- აირანი 4 ჩ. კ.
მომზადების წესი:
აირანი შეგიძლიათ მოამზადოთ შინ. 3 ჩ. კ. მაწონს დაამატეთ 1 ჩ. კ. გადადუღებული ცივი წყალი, მწიკვი მარილი და აურიეთ.
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ნიღაბი მზად არის გამოსაყენებლად.
გამოყენების წესი:
- ნიღაბის შემადგენლობაში შედის თაფლი, გამოყენებამდე აუცილებლად გაიკეთეთ ტესტი ალერგიაზე. ნიღაბის მცირე მასა წაისვით იდაყვის შიგნითა მხარეს და დააკვირდით 15 წუთი. თუ არ მოჰყვა გაღიზიანება, თამამად გამოიყენეთ.
- მოცემული საშუალების გამოყენებამდე სახე გაიწმინდეთ. შემდეგ რამდენიმე წუთით დაიფინეთ თბილ წყალში დასველებული პირსახოცი. ამ გზით შეძლებთ ფორების გახსნას.
- გამოიყენეთ ნიღაბი მომზადებისთანავე.
- ნიღაბი წაისვით სახეზე, კისრისა და მკერდის ზონაზე. მოერიდეთ თვალების ირგვლივ კანს.
- სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი.
- ნარჩენების მოსაშორებლად გამოიყენეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონები.
- ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.
შემოგთავაზებთ ღრმა ნაოჭების საწინააღმდეგო კიდევ ერთი ნიღაბის რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სახამებელი 1 ს. კ.
- ცოტა თბილი რძე
- მარილი 1 ჩ. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მარილი, სოდა და თაფლი აურიეთ.
- ნაწილ-ნაწილ დაამატეთ რძე. უნდა მიიღოთ მალამოსებური მასა.
ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, თანაბრად გაინაწილეთ და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.