თეთრი წერტილების უმტკივნეულოდ მოშორება სახიდან რთული სულაც არ არის. 5 გამოცდილი უებარი საშინაო საშუალება

სახის კანზე თეთრი წერტილების წარმოქმნის მიზეზი კერატინის, ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ცილის ნაკლებობაა.

თეთრი წერტილები არ იწვევს დისკომფორტს, არ ახასიათებს ტკივილი და ქავილი.

მოცემული პრობლემის აღმოფხვრა შეგიძლიათ ბუნებრივი,  ბიუჯეტური და უსაფრთხო საშუალებებით.

1. თაფლი

სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი თაფლი ატენიანებს და კვებავს კანს, აშორებს თეთრ წერტილებს.

წაისვით ნატურალური თაფლი კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. თეთრი წერტილებით დაფარულ უბნებზე თაფლი  შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმე წაისვათ.

თაფლის გამოყენებამდე აუცილებლად გაიკეთეთ ტესტი. იდაყვის შიგნითა მხარეს წაისვით ცოტა თაფლი და დააკვირდით. თუ არ მოჰყვა ალერგიული რეაქცია, თამამად გამოიყენეთ.

2. ჩაის ხის ეთერზეთი

მოცემული საშუალება ღრმად წმენდს კანს. ყოველ ღამეს, ძილის წინ, ჩაის ხის ეთერზეთი წაისვით დაზიანებულ კანზე. დილით ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

3. ცხელი პირსახოცი

დღეში რამდენჯერმე დაიფინეთ ოდნავ ცხელი პირსახოცი და თვალების ირგვლივ არსებული თეთრი წერტილები თანდათან გაგიქრებათ. თასში ჩაასხით ცხელი წყალი, შეგიძლიათ დაამატოთ ჩაის ხის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი. პირსახოცი ჩადეთ ცხელ წყალში, მაგრად გაწურეთ და რამდენიმე წუთით დაიფინეთ სახეზე.

4. სიმინდის სახამებელი და ვაშლის ძმარი

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ისე, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. მომზადებული მასა წაისვით დაზიანებულ კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ საპნით.

5. შაქარი, ზეითუნის ზეთი და ლიმონი

მოცემული ინგრედიენტების კომბინაცია საუკეთესოა თეთრი წერტილების მოსაშორებლად.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ლიმონის ახალგამოწურული წვენი 1 ს. კ.
  • შაქარი 1 ჩ. კ.
  • ზეითუნის ზეთი ნახევარი ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ნაზი მოძრაობებით წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მოცემული საშუალება გამოიყენეთ ყოველ საღამოს. მეორე დღეს მოერიდეთ მზეზე ყოფნას.