საკვები ნივთიერებებითა და სამკურნალო თვისებებით გაჯერებულ ორგანულ ვაშლის ძმარს მრავალი სარგებელი მოაქვს როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემათა მოსაგვარებლად, ისე კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით.
სტატიაში მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რა სარგებლობა მოაქვს ამ საოცარ სითხეს თმისთვის.
ვაშლის ძმარი ხელს უწყობს თმის pH დონის ნორმალიზებას, აღადგენს დაზიანებულ და მტვრევად თმას.
ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ვაშლის ძმარი მოგაშორებთ ქერტლს.
ვაშლის ძმარი არბილებს თმას და ანიჭებს ბუნებრივ მბზინვარებას, ასწრაფებს ზრდას, ამაგრებს თმის ძირებს, შეგიჩერებთ თმის ცვენას, ჰმატებს მოცულობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყოფილი ბოლების სამკურნალოდ.
შემოგთავაზებთ უმარტივეს რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ვაშლის ძმრის საკვები ნივთიერებები და თვისებები.
საჭირო ინგრედიენტები:
- გაწმენდილი თბილი წყალი 200 მლ
- ვაშლის ძმარი 2 ს. კ. (უმჯობესია, გამოიყენოთ ორგანული)
- თქვენთვის სასურველი ეთერზეთი რამდენიმე წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- დაგჭირდებათ ბოთლი სპრეი თავსახურით.
- წყალი ჩაასხით სპრეი ბოთლში, დაამატეთ ვაშლის ძმარი, ეთერზეთი და კარგად შეანჯღრიეთ.
- მოცემული საშუალების გამოყენებამდე თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
- შემდეგ მომზადებული ნარევი შეიფრქვიეთ თმის მთელ სიგრძეზე, თავის კანზე და მსუბუქი მოძრაობებით 2 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მასაჟი. სამოქმედოდ დაიტოვეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ თმა წყლით ჩამოიბანეთ.
მიღებული შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩებით!