აკუპუნქტურა და აკუპრესურა საუკუნეების განმავლობაში ეხმარებოდა ადამიანებს სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. თქვენი სხეულის თითოეული ორგანო პირდაპირ არის დაკავშირებული სხეულის კონკრეტულ წერტილებთან. ასე რომ, თუ გსურთ ზოგიერთი შინაგანი ორგანოს ფუნქციის გაუმჯობესება, უნდა იპოვოთ გარკვეული წერტილი და გაიკეთოთ შესაბამისი მასაჟი.
სტატიაში შემოგთავაზებთ 4 წერტილს. მათზე წერტილოვანი ზემოქმედების საშუალებით შეძლებთ მეტაბოლიზმის ასწრაფებას და ზედმეტი კილოგრამების მოშორებას.
1. ყური
დღეში 3-ჯერ, 3 წუთის განმავლობაში, დაიმასაჟეთ ყურის ბიბილო. ამ გზით შეძლებთ მეტაბოლიზმის ასწრაფებას, რაც ხელს უწყობს ცხიმების წვას.
2. სახე
წერტილი მდებარეობს ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის. 5 წუთის განმავლობაში დააწექით მითითებულ ადგილს. მასაჟი გაიკეთეთ დღეში 2-ჯერ. ამ წერტილზე მასაჟი გითრგუნავთ შიმშილის შეგრძნებას და გამშვიდებთ.
3. ხელი
დააკვირდით სურათს. ეს სხეულის საკვანძო წერტილია, სადაც გადის მთელი ორგანიზმის ენერგიის ნაკადი. ამ წერტილზე მასაჟი აუმჯობესებს ნაწლავების ფუნქციონირებას. 1 წუთის განმავლობაში დააწექით მოცემულ წერტილს. მასაჟი გაიკეთეთ დღეში 2-3-ჯერ.
4. ფეხები
ეს წერტილი ხშირად გამოიყენება აკუპრესურაში. ამ წერტილზე მასაჟით გაიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას. გარდა ამისა, ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს.
წერტილი მდებარეობს მუხლის სახსრის ქვემოთ. უფრო ზუსტად რომ გაიგოთ, დაიდეთ მუხლზე ხელისგული. მარცხენა მუხლზე დაიდეთ მარცხენა ხელისგული, მარჯვენაზე_ მარჯვენა. წერტილი, დაახლოებით, მდებარეობს პატარა თითის ბოლოსა და ბეჭედის თითს შორის ჩაღრმავებულ ადგილას.
ამ წერტილზე ყოველდღიური მასაჟით კვირაში დაიკლებთ კილოგრამამდე. წერტილი უნდა შეიზილოთ საათის ისრის მიმართულებით 9-ჯერ. მასაჟი ჯერ ერთ ფეხზე გაიკეთეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ_ მეორეზე. გაითვალისწინეთ, ამ მასაჟის ძილის წინ გაკეთება არ შეიძლება, რადგან შეიძლება უძილობა გამოიწვიოს. სასურველია, მასაჟი გაიკეთოთ საღამოს.
მასაჟის დროს აუცილებელია ზეწოლა. მართალია, მცირე დისკომფორტი შეგექმნებათ, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.