დიეტის დაცვა ადვილი არაა. ყველას მთავარ მიზანს ჯანსაღი საჭმლის ჭამაზე გადასვლა წარმოადგენს მაშინ, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახალი დიეტური ჩვევების ათვისებაა. თუ წონის დაკლება გსურთ, მაშინ ამ 6 ფსიქოლოგიურ ხრიკს უნდა გაეცნოთ:
1. გარეთ ჭამის აირჩიეთ ყველაზე პატარა პორცია
კაფეში ყოფნისას მნიშვნელობა არ აქვს როგორი არაჯანსაღია მენიუ, უბრალოდ შეუკვეთეთ მაგალითად მინი ბურგერი ან ნებისმიერი თქვენი ფავორიტი კერძის უმცირესი პორცია. საყვარელი საჭმლის ჭამით სხვა საჭმელების ჭამის ცდუნებისგან დაიცავთ თავს და უფრო ნაკლებს შეჭამთ საერთო ჯამში.
2. იყავით უფრო ოპმტიმისტური. ყოველი დადებითი ფიქრი მნიშვნელოვანია
“დესერტზე უარის თქმა შემიძლია” , “უკვე ნახევარი კილო დავიკელი”, “ნელა მაგრამ წარმატებით” და სხვა მსგავსი სტილის ფრაზების გაფიქრება პოზიტიურ ხასიათს და დიეტის დაცვის მოტივაციას შეგინარჩუნებთ.
3. სხვებთან ერთად ჭამას მარტო ჭამა ჯობია
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჯგუფთან ერთად მყოფი ადამიანები უფრო მეტს ჭამენ. ასევე ლაპარაკის და სიცილის დროს მირთმეული საჭმელის რაოდენობას ვერ აკონტროლებთ. ამიტომ სჯობს დიეტის დაცვის დროს განცალკევებით ჭამოთ.
4. თუ გშიათ მაშინ უსუნეთ ბანანს
ბანანის, პიტნის და ვაშლის დასუნვა ტვინს აფიქრებინებს, რომ თქვენ საჭმელს ჭამთ. ამით თქვენ მადას შეიმცირებთ და მარტივად დაიცავთ დიეტას.
5. ლურჯი თქვენი ახალი ფავორიტი ფერია
ახალი კვლევების მიხედვით ლურჯი ფერი მადის შემცირებას იწვევს. სწორედ ამიტომ სჯობს იზრუნოთ ამ ფერის დამატებაზე თქვენი მაგიდის დალაგებისას.
6. ჭამეთ სარკის წინ
მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ სარკის წინ ჭამის პროცესი ამცირებს თქვენ მიერ ნაჭამი საჭმლის რაოდენობას მესამედით.