გსურთ მოიძიოთ უგემრიელესი რეცეპტი საუზმისათვის, რომელიც შეგიძლიათ წაიღოთ სამახურში, ბავშვებს გაატანოთ სკოლაში და ლანჩის დროს ისიამოვნოთ.
სოსისები კარტოფილის ცომში ნოყიერი და უგემრიელესი საუზმეა. კარტოფილის ცომი გამოდის ნაზი, ჰაეროვანი და შეგიძლიათ სასურველი სანელებლებით შეაზავოთ.
საჭირო ინგრედიენტები:
- კარტოფილი 10 ცალი
- კვერცხი 2 ცალი
- ხორბლის ფქვილი 100 გრ
- ნიორი 2 კბილი
- მარილი 1 ჩ. კ.
- შავი პიმპილი ნახევარი ჩ. კ.
- რძიანი სოსისი 8 ცალი
- მზესუმზირის ზეთი 100 მგ
მომზადების წესი:
მოხარშეთ კარტოფილი მარილიან წყალში, გაფცქვენით, გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაამატეთ კვერცხი, ცოტა მარილი, შავი პიმპილი, 50 გრ ფქვილი და მოამზადეთ ცომი. აიღეთ მომზადებული ცომის პატარა გუნდა, ამოავლეთ ფქვილში და გააბრტყელეთ, ჩადეთ სოსისი, მიეცით ჰოთ-დოგის ფორმა და შებრაწეთ წინასწარ გაცხელებულ მზესუმზირის ზეთში. შეგიძლიათ გარნირად გამოიყენოთ კეჩუპი.
თუ ერიდებით შემწვარს პროდუქტებს, მაშინ შეგიძლიათ გამოაცხოთ ღუმელში.
დააგემოვნეთ და ისიამოვნეთ.