გემრიელი ორცხობილები არაჟნით. გთავაზობთ მარტივ რეცეპტს

გსურთ ისიამოვნოთ შინ მომზადებული არაჟნის უგემრიელესი ორცხობილებით? ნუ დაყოვნდებით და შეუდექით მათ  მომზადებას.

საჭირო ინგრედიენტები:

  • არაჟანი 150 გრ
  • ფქვილი 150 გრ
  • კარაქი 100 გრ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • შაქარი 80-100 გრ

მომზადების წესი:

აიღეთ თასი, რომელშიდაც აურიეთ არაჟანი და კარაქი, შემდეგ დაამატეთ გამაფხვიერებლიანი ფქვილი. ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში, გადმოყარეთ გასაბრტყელებელ ფიცარზე და  გააგრძელეთ ცომის მომზადება.  მიიღეთ ნაზი და რბილი მასა,  ჩადეთ ცელოფანში და 40 წუთით შედეთ მაცივარში. გაციებული ცომი გააბრტყელეთ დაახლოებით 1 სმ-ის სისქეზე, წაუსვით გათქვეფილი კვერცხის გული, რომელშიდაც დაუმატებთ ცოტა წყალს და მოაყარეთ შაქარი. დაჭერით სასურველ ფორმებად, დააწყვეთ ცხიმწასმულ პერგამენტზე და და გამოცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში 190 გრადუს ტემპერატურაზე.

უგემრიელესი, ნაზი და ფენოვანი ორცხობილები ძალიან იოლი მოსამზადებელია. გამოაცხვეთ და ისიამოვნეთ.