მუდმივად გიწევთ სხვადასვა კეძეების მომზადება და ცდილობთ, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლე შეიტანოთ თქვენს მენიუში. შემოგთავაზებთ დაუჯერებლად გემრიელი შიგთავსითა და ხრაშუნა ცომით მომზადებული ღვეზელის რეცეპტს. ვინც თქვენ მიერ მომზადებულ საოცარებას დააგემოვნებს, აღფრთოვანებას ვერ დამალავს.
საჭირო იგრედიენტები:
- ფქვილი 300 გრ
- წყალი 170 მგ
- კარაქი 2 ს. კ.
- კარტპფილის პიურე 300 გრ
- გატარებული ხორცი 300 გრ
- ოხრახუში კონის მეოთხედი
- რეჰანი 2 ღერო
- მარილი 1,5 ჩ. კ.
- პიმპილი მეოთხედი ჩ. კ.
მომზადების წესი:
- პირველ რიგში მოამზადეთ კარტოფილის პიურე და მოთუშეთ გატარებული ხორცი.
- ცომისთვის დაგჭირდებათ ფქვილი, წყალი და მზესუმზირის ზეთი. იგრედიენტები აიღეთ თქვენთვის საჭირო რაოდენობით. მოზილეთ ფაფუკი ცომი და გაყავით რვა თანაბარ ნაწილად.
- შიგთავსისთვის აურიეთ პიურე, მოთუშული ხორცი, მწვანილი, რეჰანი, მარილი და პიმპილი.
- ცომის თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ ისე, რომ მიიღოთ გრძელი მართკუდხედის ფორმა, გაანაწილეთ შიგთავსი მთელ სიგრძეზე, გარდა ნაპირებისა.
- ნაპირები გადმოკეცეთ, მიიღებთ მართკუთხედის ფორმის ღვეზელს, რომელსაც დაახვევთ, თითქოს ვარდს აკეთებთ და შემდეგ ოდნავ გააბრტყელებტთ.
- გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი და ღვეზელი ორივე გვერდიდან შეწვით.
საოცრად გემრიელი და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი ხრაშუნა, თითქოს ფენოვანი ცომით მომზადებული ღვეზელით ოჯახის წევრები გააოცეთ. მათ გაუმართლა, რადგან თქვენ სიახლეების მაძიებელი, საოცარი კულინარი ხართ.