გულის შეტევა ყოველთვის არ იწყება მკერდის არეში უსიამოვნო შეგრძნებითა და ტკივილით. მამაკაცებს სხვა სიმპტომები ახასიათებთ, ქალებს კი სხვა.
გულის შეტევა გამოწვეულია სისხლძარღვების გაცხიმოვნებითა და ქოლესტერინის მაღალი დონით. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიაქციეთ საკვებ პროდუქტებს, რადგან ისინი შეიცავს დიდ რაოდენობით ცხიმებს, მარილებს, არომატიზატორებს და ბევრ სხვა მავნებელ ნივთიერებას, რომლებიც ამძიმებენ სიტუაციას.
გულის შეტევის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ტკივილი გულ-მკერდის არეში.
სტატიაში შემოგთავაზებთ ქალებში გულის შეტევისათვის დამახასიათებელ ძირითად სიმპტომებს. ეს სიმპტომები შეიძლება ჰგავდეს გრიპის სიმპტომებს.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ქალებს გულის შეტევის დროს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ გულმკერდის არეში ტკივილი, მაგრამ შეიძლება ჰქონდეთ ქოშინი, წნევა, ტკივილი მკერდის ქვედა ნაწილში და მუცლის ზედა ნაწილში, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე.
შემოგთავაზებთ გულმკერდის შეტევის დროს ქალებისათვის დამახასიათებელ რამდენიმე გავრცელებულ სიმპტომს.
- დისკომფორტი, წნევა, სისავსის შეგრძნება ან ტკივილი გულმკერდის ცენტრში, რომელიც გრძელდება რამდენიმე წუთი ან პერიოდულად ქრება.
- ტკივილი და დისკომფორტი ერთ ან ორივე ხელში, ზურგში, კისერში, აგრეთვე ყბის ან მუცლის ტკივილი.
- ქოშინი.
- ცივი ოფლიანობა, გულისრევა, თავბრუსხვევა.
გაითვალისწინეთ ჩამოთვლილი პრობლემები, თავიდან აიცილეთ საფრთხე და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.