იმუნიტეტის ასამაღლებელი 4 რეცპტი, გაჯერებული უძლიერესი ბუნებრივი პროდუქტებით.
იმისათვის რომ იყოთ ჯანმრთელი და გქონდეთ ძლიერი იმუნური სისტემა, შემოგთავაზებთ რეცეპტებს, რომლლებიც შედგება მხოლოდ ნატურალური, სამკურნალო თვისებებით გამორჩეული პროდუქტებისგან.
1. თაფლი და ჩირები
საჭირო იგრედიენტები:
- ლეღვის ჩირი 1 ცალი
- გარგრის ჩირი 5 ცალი
- შავი ქლიავის ჩირი 1 ცალი
- თაფლი 1 ჩ. კოვზამდე
ჩირები გაატარეთ და შეურიეთ თაფლი. მომზადებული მასა მიირთვით ყოველ სარამოს ორი თვის განმავლობაში. შგიძლიათ, როგორც მურაბა პურთან ერთად მიირთვათ.
რეცეპტი აძლიერებს იმუნიტეტს და აღადეგენს ქსოვილებს.
2. გოგრის პიურე
საჭირო იგრედიენტები:
- გოგრის ნაჭერი 100გ რ
- კარაქი 50 გრ
- თაფლი 2 ჩ. კ.
- დარიჩინი 0,5 ჩ. კ.
- გახეხილი ვაშლი 2 ს. კ.
გოგრის ნაჭერი დაჭერით კუბიკებად და მოთუშეთ კარაქთან ერთად 3-5 წუთის განმავლობაში. დარბილებული გოგრა ჩაჭყლიტეთ, დაამატეთ ვაშლი, დარიჩინი და კარგად აურიეთ. ვაშლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ 1 ცალი გახეხილი შავი ქლიავი.
მომზადებული მასა თანაბრად გაანაწილეთ და მიიღეთ დღეში 4-ჯე. შეგიძლიათ მიაყოლოთ ჩაი ან წვენი.
3. ლიმონი ხახვით
საჭირო იგრედიენტები:
- ლიმონის ცედრა 2 ჩ. კ.
- თაფლი 3 ჩ. კ.
- ხახვის წვენი 1 ჩ. კ.
ყველა იგრედიენტი აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მომზადებული ნარევი მიიღეთ დილით და მიაყოლეთ ოთახის ტემპერატურა.
ეს საშუალება აძლიერებს იმუნიტეტს და აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.
4. ლიმონისა და თხილის ნარევი
საჭირო იგრედიენტები:
- ლიმონი 3 ცალი
- თხილი 100 გრ
- თაფლი 5 ს. კ.
ლიმონი და თხილი გაატარეთ, კარგად აურიეთ თაფლში, შედეთ მაცივარში და გააჩერეთ სამი დღე. მომზადებული მასა მიირთვით 3-ჯერ დღეში 1 ჩ. კ. ის აძლიერებს იმუნიტეტს და ამაგრებს სისხლძარღვებს.
ეს 4 რეცეპტი დატვირთული ბუნებრივი პროდუქტებით მაქსიმალურად გააჯერებს თქვენს ორგანიზმს ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით.
თავდაცვის მიზნით უმჯობესია გაიაროთ ექიმის კონსულტაცია.