ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი ვისაც ყავა არ უყვარს, ზოგიერთისთვის კი დღის დასაწყებად აუცილებელი რიტუალია. ყავის მოყვარულთათვის კარგი სიახლე გვაქვს.
შემოგთავაზებთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა დაიწყოთ დღე ამ არომატული სასმელით.
1. ყავა არის ანტიოქსიდანტების წყარო
ადამიანის ორგანიზმი გაცილებით მეტ ანტიოქსიდანტს იღებს ყავიდან ვიდრე ხილიდან და ბოსტნეულიდან.
2. ყავის არომატს აქვს სტრესის საწინააღმდეგო ეფექტი
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ყავის არომატი ხსნის დაძაბულობას და ხელს გიწყობთ, იფიქროთ პოზიტიურად.
3. ყავა ღვიძლისთვის სასარგებლოა (განსაკუთრებით თუ იღებთ ალკოჰოლს)
გამოკვლევებმა, რომელშიდაც მონაწილეობას იღებდა 12500 ადამიანი, დაადგინა, რომ ვინც დღის განმავლობაში ერთხელ მაინც იღებდა ფინჯან ყავას ციროზის განვითარების ალბათობა 20%-ით შეუმცირდა.
4. ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს
ყავა ქალებში აფერხებს კანის კიბოს განვითარების რისკს.
5. აუმჯობესებს სპორტულ შედეგებს
კოფეინი ზრდის ცხიმოვანი მჟავების რაოდენობას სისხლში, რაც კუნთებს საშუალებას აძლევს ცხიმები შეიწოვოს, დაწვას და ენერგიად გარდაქმნას. ყავა ეხმარება ორგანიზმს ნახშირწყლების დაგროვებაში და სხეულს საშუალებას აძლევს გამოყენოს ისინი მოგვიანებით.
6. ამცირებს დიაბეტით დაავადების რისკს
ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში იღებენ მინიმუმ 4 ფინჯან ყავას, 50 % უმცირდებათ მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადების რისკი.
7. ყავა სასარგებლოა ტვინისთვის
ყავა ადამიანის ტვინს საშუალებას აძლევს უფრო ეფექტურად იმუშაოს.
8. ყავა გაგაბედნიერებთ
ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში მინიმუმ 4 ფინჯან ყავას მიირთმევენ, დეპრესიისადმი 10%-ით ნაკლებად მგრძნობიარენი არიან, ვიდრე ისინი ვინც საერთოდ არ იღებენ ყავას.
გიყვართ ყავა? რამდენად ხშირად მიირთმევთ ამ არომატულ სასმელს?