დეკოლტის ზონაზე კანს გადაიჭიმავთ და გაიგლუვებთ, თუ მარტივ ინსტრუქციას მიჰყვებით

ლამაზ და ნორჩ სახის კანზე ყველა ქალბატონი ოცნებობს. მათ აფორიქებთ და დისკომფორტს უქმნით ნაოჭები სახის, ყელისა და მკერდის ზონაში.

მრავალი კოსმეტიკური საშუალება არსებობს, რომელიც ამ პრობლემისგან გაგათავისუფლებთ. სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია ძვირადღირებული საშუალებების გამოყენება, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს უამრავი ნატურალური პროდუქტი, რომელთა გმოყენებაც დაგიბრუნებთ სილამაზესა და ახალგაზრდობას.

ნაოჭები-ეს სიბერის თანმხლები პროცესია. ჩვენი ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით კოლაგენს. მაგრამ მკერდის ზონაში ნაოჭები შეიძლება უფრო ადრე გაგიჩნდეთ. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული. მაგალითად, თუ თქვენ გიყვართ გვერდზე ძილი ან იყენებთ ისეთ ბუსჰალტერს, რომელიც თქვენი ზომა არ არის.

შემოგთავაზებთ მარტივ საშინაო საშუალებას, რომელიც სწრაფად მოგიგვარებთ ამ პრობლემას. 

1. მიირთვით დიდი რაოდენობით წყალი

ნაოჭებისგან თავის დასაღწევად პირველ რიგში აუცილებელია უზრუნველყოთ სხეულის დატენიანება. მინიმუმამდე შეამცირეთ ტკბილი სასმელების გამოყენება, რადგან მათ შეიძლება პირიქით დააჩქაროს ნაოჭების გაჩენა. სასურველია, მიიღოთ ხილისა და ბოსტნეულის წვენები, კიდევ უფრო მეტად ეფექტურია მწვანილის წვენები.

2. კანის დატენიანება

რეგულარულად გამოიყენეთ კანის დასატენიანებელი საშუალებები მკერდის ზონაში, რათა სწრაფად გათავისუფლდეთ ნაოჭებისგან. სპეციალისტების რეკომენდააციით საუკეთესო საშუალებაა ქოქოსის ზეთის, ალოეს გელისა და ვიტამინე E-ს  ნარევის გამოყენება. უარი თქვით სხეულის ლოსიონების გამოყენებაზე , რომელიც შეიცავს არომატის ტონებს და სხვა არასასურველ იგრედიენტებს.

3. მასაჟი ზეთებით

უძველესი დროიდან ქალბატონები ნაოჭების საწინააღმდეგოდ იყენებენ ქოქოსის ზეთს. რეგულარუად მსუბუქად დაიმასაჟეთ კანი ქოქოსის ზეთით. ამბობენ, რომ თბილი ქოქოსის ზეთი ყველაზე მეტად ეფექტურია მკერდის ზონაში არსებული ნაოჭებისთვის. თუ ქოქოსის ზეთი არ გაქვთ შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის ან ნუშის ზეთი.

4. C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები

C ვიტამინი, იმუნური სისტემის მცველი,  ნაოჭების საწინააღმდეგო უძლიერესი საშუალებაა, რადგან ის აუცილებელია კოლაგენის სინთეზისათვის, რომელიც აძლიერებს და არბილებს კანს. რეგულარულად მიიღეთ C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები. ამიტომ გაამდიდრეთ თქვენი კვების რაციონი ციტრუსებით, კივით, კენკროვნებითა  და მწვანილით.

5. კიტრის წვენი

გახეხეთ კიტრი, დაამატეთ ცოტა კარტოფილის სახამებელი, კარგად აურიეთ და დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე. ეს საშუალება ეფექტურია კოლაგენის სინთეზისათვის. კიტრის მსგავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტომატის წვენიც, რომელიც მდიდარია სხვადასხვა საკვები ღირებულებებით. უმჯობესია, პროცედურები ჩაიტაროთ ძილის წინ.

6. დაიძინეთ ზურგზე

და ბოლოს, აუცილებლად უნდა მიეჩვიოთ ზურგზე ძილს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დაწექით ზურგზე და არა გვერდზე, რადგან როდესაც რამდენიმე საათს გვერდზე წოლაში ატარებთ, სიმძიმე აწვება მკერდის მიდამოებს და ეს პროცესი ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნას.