არასდროს იჩქაროთ მანდარინის ქერქის გადაყრა. ჯანმრთელობის 6 პრობლემა, რომელსაც ის გაუმკლავდება

მანდარინი ნატურალური, უძიერესი სამკურნალო საშუალებაა.

შემოგთავაზებთ 5 სმკურნალო რეცეპტს, რომელთა ძირითადი იგრედიენტი მანდარინის ქერქებია.

მანდარინის ქერქები გამოიყენება დიზბაქტერიოზისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემის სამკურნალოდ

კარგად გარეცხილი კანები გააშრეთ, დაფქვით და მიიღებთ ნაზ ნარინჯისფერ ფხვნილს. მომზადებული საშუალების 1 ჩ. კ. დაამატეთ ყველა კერძს, რომელსაც მიირთმევთ. ის ეფექტურია მეტეორიზმისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს. სცადეთ და მოამზდეთ მანდარინის კანების ფხვნილისგან ყავა, რომლის საოცარი არომატი აღგაფრთოვანებთ.

1. ბრონქიტის დროს

2 ს. კ. მანდარინის ქერქების ფხვნილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ნახევარი ადუღებული წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი, გამორთეთ და დააყოვნეთ ერთი საათით. შეათბეთ ნახევარი ჭიქის ოდენობის და მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე  30 წუთით ადრე.

2. მშრალი ხველის საწინააღმდეგო

2 ს. კ. მანდარინის ქერქების ფხვნილს დაასხით 1 ჩ. ჭ. არაყი, დააყოვნეთ 1 კვირით ბნელ ადგილზე. მომზადებული სამკურნალო ნაყენი გაფილტრეთ, 20 წვეთი გახსენით ცოტა წყალში და მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ქერქის შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთები ახდენენ საოცრებას. ხველა შეგიჩერდებათ, ნახველი იწყებს გადინებას.

3. გაციების დროს

მანდარინის ქერქებს დაასხით ადუღებული წყალი და 10 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ ინჰალაცია. პროცედურის შემდეგ 1 საათის განმავლობაში არ გახვიდეთ გარეთ. მანდარინის ქერქის შემადგენლობაში შემავალი ფიტოცინიდები, სწრაფად ანადგურებს ინფექციას.

4. ფეხების სოკოვანი ინფექციები

მანდარინის ქერქით დღეში 2-ჯერ დაიმუშავეთ ტერფები, ქუსლები, თითებს შორის ადგილები და სოკო გაგიქრებათ.

5. უძილობისა და დაღლილობის საწინააღმდეგო

წვრილად დაჭრილი მანდარინის ქერქები შეფუთეთ და დაიდეთ თავთან. ციტრუსის არომატი და ეთერზეთები  ეფექტურად მოქმედებს, მოგიხსნით დაღლილობას, ნერვიულ სტრესს, მოგადუნებთ და მოგცემთ იმის საშუალებას, რომ სწრაფად დაიძინოთ. ის აგრეთვე ეფექტურად მოქმედებს თავის ტკივილის დროსაც.

6. მაღალი წნევისა და არითმიის დროს

1 ჩ. ჭ. მანდარინის ნედლ და წვრილად დაჭრილ ქერქებს დაასხით 3 ლ. ადუღებული წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე,  აადუღეთ, დააყოვნეთ ერთი საათით, შემდეგ  გაფილტრეთ. მოამზადეთ აბაზანა, დაამატეთ მანდარინის ქერქების ნაყენი და დაძინებამდე ერთი სააათით ადრე მიიღეთ აბაზანა. სამკურნალო ეფექტისთვის 15 წუთით მიიღეთ აბაზანა. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ.

სპირტზე დამზადებული მანდარინის ქერქების წვეთებს უძველესი დროიდან იყენებდნენ ბრონქიტის სამკურნალოდ, ხველის საწინააღმდეგოდ და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემის მოსაგვარებლად. თქვენ გაქვთ საშუალება გამოიყენოთ მრავლგზის გამოცდილი რეცეპტები.

გარდა იმისა, რომ მანდარინის ქერქები უძლიერესი სამკურნალო ბუნებრივი საშუალებაა, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა დეკორაციების დასამზადებლად.

მანდარინის უგემრიელესი, წვნიანი შიგთავსი თქვენს ორგანიზმს გააჯერებს C ვიტამინით, ხოლო ქექრქი დაგეხმარებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.

მიირთვით უგემრიელესი ციტრუსი, ისიამოვნეთ და ქერქები გამოიყენეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.