ჩაის ხის ზეთი ფართო სპექტრისაა. ის უძლერესი ანტისეპტიკი, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. ამ მიზეზთა გამო მას ხშირად იყენებენ, როგორც ნატურალურ საშუალებას ინფექციების პროფილაქტიკისათვის, ჭრილობების, დამწვრობებისა და ბუშტუკების სა,კურნალოდ.
ჩაის ხის ზეთის გამოყენებისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ როგორი კონცენტრაციისაა. მაგალითად 5%-ანი ხსნარი ეფექტურია აკნეს სამკურნალო, ხოლო 10%-ანი-ფეხის ოფლიანობის.
დაიმახსოვრეთ. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად დაიტანეთ მცირეოდენი ჩაის ხის ზეთი სხეულის პატარა ნაწილზე და დაელოდეთ რეაქციას. თუ შეამჩნევთ სიწითლეს, წვას ან სხვა გაღიაიანებას, ზეთი გააზავეთ ან აღარ გამოიოყენოთ.
ჩაის ხის ზეთის გამოყენება
1. აკნეს სამკურნალოდ
გამოიყენეთ 5%-ანი კონცენტრაციის ჩაის ხის ზეთი. აურიეთ 1 წილი ჩაის ხის ზეთი და 5 წილი წყალი. მომზადებული ნარევით გაიწმინდეთ სახე დილით და საღამოს.
2. ანტისეპტიკი
ჩაის ხის ზეთი ეფექტურად კურნავს მცირე ჭრილობებს, ანთებებს. აიღეთ 5 %-ანი კონცენტრაციის ჩაის ხის ზეთი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე, კარგად შეიზილეთ და შეიხვიეთ.
3. სოკოს მკურნალი
დაიტანეთ 2-3 წვეთი ჩაის ხის ზეთი დაზიანებულ ადგილზე, კარგად შეიზილეთ. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში ერთხელ.
4. ჯანმრთელი თმისთვის
ჩაის ხის ზეთი კარგ გავლენას ახდენს თმის ფოლიკულების მოქმედებაზე. შამპუნისა და 5%-ანი კონცენტრაციის ჩაის ხის ზეთის კომბინაცია გაგათავისუფლებთ ქერტლისგან, აგრეთვე ტილების მოსაშორებლადაც ეფექტური საშუალებაა.
5. რელაქსაციისთვის
ჩაის ხის ზეთი დადებითად იმოქმედებს თქვენს სულიერ მდგომარეობაზე თუ 10- 15 წვეთ უძლიერესი სამკურნალო საშუალება დაამატეთ მომზადებულ აბაზანას. აბაზანის მიღების შემდეგ მოდუნდებით, მოგეხსნებათ შფოთვა და აფორიაქება.
6. ანგინის წინააღმდეგ
აიღეთ ქვაბი, ჩაასხით 1 ლ-მდე ცხელი წყალი, ჩააწვეთეთ 2-3 წვეთი ჩაის ხის ზეთი, გადაიფარეთ პირსახოცი თავი მიიტანეთ ქვაბთან ახლოს და 10-15 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ ინჰალაცია. პირველივე პროცედურა შეგიმცირებთ ყელის ტკივილს და გაგითავისუფლებთ სასუნთქ გზებს.
7. ინტიმური ჰიგიენა
შეაჩერეთ არჩევანი 10%-იან ჩაის ხის ზეთზე. ააქაფეთ სარეცხი საპონი, დაამატეთ წარმოქნილ ქაფში 5 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი და მიღებული საშუალება გამოიყენეთ ინტიმური ჰიგიენის დასაცავად. გარდა ამისა, ეს ზეთი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ქალბატონებში გავრცელებული ისეთი ნაკლებად სასიამოვნო პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორიც ვაგინალური კანდიდაზია. ამ პრობლემის გადასაჭრელად ნახევარ ჩაის კოვზ საჭმელსოდას დაუმატეთ 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი და მიღებული ნარევი გახსენით 200 მილილიტრ თბილ ანადუღარ წყალში. 1 კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს გამოიყენეთ ეს ხსნარი სავლების სახით, რათა მინიმალურ დროში გათავისუფლდეთ მოცემული პრობლემისაგან.
8. მწერების ნაკბენების საწინააღმდეგო
ტკივილისა და ქავილის შესამცირებლად 5 %-ანი კონცენტრაციის ხსნარი კარგად შეიზილეთ დაზიანებულ ადგილზე. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში 2-ჯერ. მალე იგრძნობთ შვებას.
9. ლაქების სამკურნალოდ
5%-ანი კონცენტრაციის ჩაის ხის ზეთის 3-4 წვეთი დაიტანეთ პრობლემურ კანზე და შეიხვიეთ. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში 2-3-ჯერ.
10. გამწმენდი საშუალება
ჩაის ხის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ, სახლის ჰიგიენის დამცავ საშუალებად. სპრეის ბოთლში ჩაასხით 700 მლ წყალი, 120 მლ ძმარი, დაამატეთ 10 წვეთი ჩაის ხის ზეთი. ასეთი საშუალება ეფექტურია აბაზანაში გაჩენილი სოკოს საწინააღმდეგოდ, სარკეებისა და მინების გასაწმენდად, რადგან ის ადვილად შრება და არ ტოვებს ლაქებს.
გამოიყენეთ ჩაის ხის ზეთი, რომლის ეფექტურობა გასაოცარია.