ფეხმძიმობის შემდეგ დაწყებულმა თმის უძლიერესმა ცვენამ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დამაყენა. აფთიქებში თმის ცვენის საწინააღმდეგო უამრავი საშუალების შეძენა შეგიძლიათ. მეც დავიწყე ძებნა, ეფექტური საშუალებისა, მაგრამ ამაოდ. გადავწყვიტე მეცადა ხალხური მედიცინის რეცეპტები და ასე, ექსპერიმენტების წყალობით, აღმოვაჩინე უძლიერესი ნატურალური პროდუქტებით გაჯერებული ნიღაბის რეცეპტი.
საჭირო იგრედიენტები:
- ხახვის წვენი 1 ს. კ.
- თაფლი 1 ს. კ.
- კვეცხის გული 1 ცალი
- თალგამის ზეთი 1 ს. კ.
- თაფლი 1 ს. კ.
აურიეთ იგრედიენტები, გამოდის საკმაოდ თხელი მასა, შეიზილეთ თმის ძირებზე ფუნჯით, რაც დაგრჩებათ გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე, დაიხურეთ აბაზანის ქუდი, შემოიხვიეთ პირსახოცით. 1 საათის შემდეგ კი დაიბანეთ.
თავდაპირველად ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ, შემდეგ შედეგის ეფექტურობის შესანარჩუნებლად და თმის გაზრდისთვის-კვირაში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძილოვობა 1-2 თვე.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს. აუცილებლად მომაზადეთ ნიღაბი და რეცეპტი მეგობრებსაც გაუზიარეთ.