
აბუსალათინის ბაზაზე შექმნილი სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებელი 23 რეცეპტი.
აბუსალათინის ზეთი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, რომლის ეფექტურობის შესახებ თითქოს ყველამ მიივიწყა. ეს ზეთი მზადდება ზეთოვანი მცენარის, აბუსალათინის ფესვებისგან.
აბუსალათინის ზეთი თმისა და სხეულის სილამაზისთვის:
- თმის მოცულობის გასაზრდელად, კვირაში რამდენჯერმე თმის ძირებზე შეიზილეთ 1 წილი ხახვის წვენისა და 1 წილი აბუსალათინის ზეთის ნაზავი.
- თმის ძირების გასამაგრებლად თავის კანზე შეიზილეთ 1 ს. კ. აბუსლათინის ზეთის, 1 ჩ. კ. თაფლისა და 1 ცალი კვერცხის გულის ნაზავი. ნიღაბი 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. თმა გახდება ძლიერი და მბზინვარე.
- ქერტლისგან გაგათავისუფლებთ 2 წილი აბუსალათინის ზეთისა და 1 წილი გულყვითელას ნახარშის ნიღაბი. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ დღე დაძინებამდე, დილით კი ჩამოიბანეთ.
- სასწრაფოდ სინჯეთ გამელოტების საწინააღმდეგო ნიღბები და შედეგით აღფრთოვანდებით.
- 2 წილი აბუსალათინის ზეთი, 1 წილი არაყი და 1 წილი ლიმონის წვენი აურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თმებზე და 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
- 2 წილი აბუსალათინის ზეთის, 1 წილი კონიაკისა და მწიკვი წითელი წიწაკის ნაზავი შეიზილეთ თმაზე და 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
- მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად ეფექტური საშუალებაა 1 წილი აბუსალათინის ზეთისა და 1 წილი ყურძნის თესლის ზეთის ნაზავი. წრიული მოძრაობებით ფრთხილად შეიზილეთ ნაზავი სახეზე, დაიტოვეთ 2 საათით და ნარჩენები ჩამოიწმინდეთ ხელსახოცით.
- შავი წერტილებისგან თავის დასაღწევად კვირაში 2-3-ჯერ გამოიყენეთ 1 წილი ზეითუნისა და 1 წილი აბუსალათინის ზეთის ნაზავი. 2-3 წუთი შეიზილეთ კანზე და სახეზე დაიფარეთ ნესტიანი თბილი პირსახოცი. როცა გაგრილდება, სახე პირცახოცით გაიწმინდეთ. შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
- გამომშრალ ტუჩებზე წაისვით აბუსალათინის ზეთისა და ვაზელინის (4 : 3) ნაზავი.
- საღამოს მაკიაჟის მოშორების შემდეგ ქუთუთოებზე ბამბით წაისვით აბუსალათინის ზეთი. რაც წამწამებზე დადებით იმოქმედებს.
- თუ თქვენ ძალიან ღია ფერის წარბები გაქვთ, ბამბით წაისვით აბუსალათინის ზეთი და წარბები 1-2 ტონით გაგიმუქდებათ.
- ცელულიტით დატვირთულ ადგილებზე შეიზილეთ ნაზავი, რომლის ძირითადი იგრედიენტებია: 4 ს. კ. აბუსალათინის ზეთი, 15-20 წვეთი ლიმონის, გრეიფრუტის, ლავანდისა და დარიჩინის ზეთი. შემოიხვიეთ ცელოფანი, შემდეგ პლედი ან ჩაიცვით თბილი შარვალი. ერთი საათის შემდეგ მოიხსენით ცელოფანი და მიიღეთ შხაპი.
- თუ გსურთ, რომ კანი 15 წუთში გახდეს ელასტიური, შხაპის მიღებამდე შეიზილეთ აბუსალათინისა და ფეტვის ზეთის (1 : 2) ნაზავი.
- კოჟრების დასარბილებლად ტერფებზე შეიზილეთ აბუსალათინის ზეთისა და გლიცერინის (1 : 1) ნაზავი და ჩაიცვით წინდა.
- თუ თქვენ გაქვთ მეჭეჭები, შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი დღეში 5-ჯერ.
აბუსალათინის ზეთი ჯანმრთელობის სადარაჯოზე:
- გსურთ, თავი დააღწიოთ ყაბზობას. მიიღეთ 1 ს. კ. აბუსალათინის ზეთი. დაიმახსოვრეთ, ფეხმძიმობის დროს აბუსალათინის ზეთის მიღება არ შეიძლება.
- აბუსალათინის ზეთით დააჩქარებთ შეხორცების პროცესებს. ამ უძლიერესი სამკურნალო საშუალებით დაიმუშავეთ ჭრილობები და მსუბუქი დამწვრობები. აბუსალათინის ზეთი აგრეთვე ეფექტურია ლიქენისა და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ.
- ხველის დროს ძილის წინ მკერდზე შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი ( გულის მხარეს არ შეიძლება) და ზურგზე შეიზილეთ ოდნავ შემთბარი 2 წილი აბუსალათინისა და 1 წილი სკიპიდარის ნაზავი.
- ართრიტისა და სახსრების ტკივილის დროს მტკივნეულ ადგილებზე გაიკეთეთ თბილი აბუსალათინის ზეთის საფენი.
აბუსალათინის ზეთი საყოფაცხვრებო მომსახურებაში:
- გამკვრივებული ტყავის ფეხსაცმელი, ხელთათმანი და სხვა ნივთები გაწმინდეთ აბუსალათინის ზეთით. 2 დღის შემდეგ კი შეძლებთ მათ გამოყენებას.
- გაითვალისწინეთ, რომ ღია ფერის ტყავის ნივთებზე აბუსალათინის ზეთს ვერ გამოიყენებთ, რადგან ლაქები დარჩება.
- თუ ფეხსაცმელში შეგდით წყალი, 1 ს. კ. აბუსალათინის ზეთი და 20 გრ ცვილი გახსენით წყალში. ფეხსაცმლის ყველა ნაკერი გაპოხეთ მომზადებული ნაზავით. გამოიყენეთ ფუნჯი.
- გაპოხეთ ზეითუნის ზეთით ბაღის ხელსაწყოები: მაკრატელები, დანები და თქვენი იარღები უკეთესად შეასრულებენ თავიანთ საქმეს.
- დაამატეთ რამდენიმე წვეთი აბუსალათინის ზეთი ხელნაკეთ საპონს, რომელიც თქვენს ხელებს დაუბრუნებს სირბილეს.
- თევზების საჭმელს დაამატეთ 1 ს. კ. აბუსალათინის ზეთი. მისი სუნი იზიდავს თევზებს.
- 1 ს. კ. აბუსალათინის ზეთი, 30 გრ კანიფოლი, 1 ს. კ. მურაბის წვენი და ცოტა წყალი აურიეთ. მომზადებულ ნარევში ამოავლეთ ქაღალდის ლენტები და მწერების დასაჭერი წებოვანი ლენტები მზადაა, რომელსაც ჭერში ჩამოკიდებთ.
გამოიყენეთ ეს ნატურალური უძლიერესი სამკურნალო საშუალება, რომელიც უამრავ პრობლემას მოგიგვარებთ.