9 მიზეზი, რატომაც უნა მიირთვათ ქიშმიში ყოველდღიურად

ქიშმიში გამოიყენება არა მარტო საკონდიტრო ნაწარმისა და უგემრიელესი კერძების მოსამზადებლად. ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ ეს უგემრიელესი გამომშრალი ხილი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა.

სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას ქიშმიშის 9 სასარგებლო თვისების შესახებ.

1. ქიშმიში ენერგიის წყარო

ქიშმიშში საკმაოდ ბევრი საკვები ნივთიერებაა, რომლებიც დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში. ქიშმიში შეიცავს სწრაფად ასათვისებელ ნახშირწყლებს, რკინას და მანგანუმს.

სწორედ ამიტომ ეს მშრალი ხილი სასურველია მიირთვან ბავშვებმა, სპორტსმენებმა და 40 წელს გადაშორებულმა ადამიანებმა.

2. აძლიერებს ნერვულ სისტემას

B ჯგუფის ვიტამინების დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით ქიშმიში საოცრად ასტაბილურებს ნერვულ სისტემას. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ქიშმიშის ნერვულ სიტემაზე ზემოქმედება დაახლოებით ყავის ეფექტს უტოლდება. აგრეთვე ქიშმიში მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ფლავონიდებით, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე.

3. ქიშმიში ყაბზობის წინააღმდეგ

ქიშმიში მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა, ამიტომ არის ეფექტური მისი გამოყენება ყაბზობის დროს. მსუბუქი მოქმედება აიხსნება იმით, რომ ქიშმიში შეიცავს ბევრ ორგანულ მჟავას და პექტინს, რაც ხელს უწყობს ნაწლავების გაწმენდასა და მათი ფუნქციონირების ნორმალიზებას.

4. მხედველობის გაუმჯობესება

ქიშმიშის შემადგენლობაში შემავალი ფიტონუტრიენტები დაგეხმარებათ თვალის მდგომარების გაუმჯობესებაში. ეს ნივთიერება აუმჯობესებს თვალის კაპილარებში სისხლის მიმოქცევას, აჯერებს მათ სასარგებლო ნივთიერებებით და აფერხებს თვალის დაავადებათა გავრცელებას.

გლაუკომითა და კატარაქტით დაავადებულ ადამიანთათვის რეკომენდებულია ხშირად მიირთვან ქიშმიში.

5. ამაგრებს ძვლებს

კალციუმისა და მაგნიუმის დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით რეკომენდებულია მიირთვათ ქიშმიში და გაიმაგროთ ძვლები.

ქიშმიში იცავს ორგანიზმს ისეთი დაავადებებისგან როგორიცაა,  ოსტეოპორეზი და სახსრების დაავადებები. ამიტომ რეკომენდებულია აქტიურად მიირთვან ქიშმიში ფეხმძიმეებმა, ართრიტითა და ოსტეოპოროზით დაავადებულმა ადამიანებმა.

6. აფროდიზიაკის თვისებები

უხსოვარი დროიდან მოყოლებული ეგვიპტელებმა იცოდნენ, რომ ქიშმიში ბუნებრივი აფროდიზიაკია. გამოკვლევების თანახმად ქიშმიში ხელს უწყობს ლიბიდოს ზრდას და იცავს უნაყოფობისა და იმპოტენციისგან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქიშმიშში ბევრი არგინინის ამინომჟავაა.

7. ტემპერატურის დამწევი საშუალება

გაციების დროს რეკომენდებულია ყოველდღიურად გამოიყენოთ ქიშმიში, რადგან ის გაჯერებულია ანტიბაქტერიული ნივთიერებებით, რომლებიც დაგიცავთ გაციებისგან.

ქიშმიში აძლიერებს იმუნურ სისტემას და სხეულის დამცავ თვისებებს.

8. აქვეითებს მადას

ქიშმიში საკმაოდ კალორიული პროდუქტია. ამიტომ ამ გამომშრალი ხილის მიღებით ნაყრდებით და შიმშილის გრძნობა დიდი ხნით არ შეგაწუხებთ.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ქიშმიში დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს.

9. ჯანმრთელი კბილები

ქიშმიში მდიდარია ოლეანოლის მჟავით, რომელიც იცავს ჩვენს კბილებს კარიესისგან და აძლიერებს ემალს. კბილების ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს ქიშმიშის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით შემავალი კალციუმი.

მიირთვით ქიშმიში და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.