სწრაფად მოსამზადებელი ვაშლის გასაოცარი ორცხობილები, რომელთა საუცხოო გემო აღგაფრთოვანებთ.
დესერტი ჩაისთვის, რომელიც თქვენს ოჯახურ თავყრილობას კიდევ უფრო გაალამზებს.
ინგრედიენტები ცომისთვის:
- ფქვილი 300-400 გრ
- კარაქი 200გრ
- არაჟანი 200გრ
- ვანილი 10 გრ
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
- ვაშლი 4 ცალი
- შაქარი 100გრ
- ლიმონის წვენი 2 ს. კ.
- ნიგოზი 100 გრ
- კვერცხი (ზემოდან გადასასმელად)
მომზადების წესი:
- კარგად აურიეთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, ვანილი.
- ნაწილ-ნაწილ დაამატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მოზილეთ ფაფუკი ცომი, რომელიც ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ.
- ვაშლი გათალეთ, გახეხეთ, დაასხით ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ.
- მაგიდაზე მოაყარეთ ფქვილი და ცომი გააბრტყელეთ, მიეცით მართკუთხედის ფორმა.
- ცომზე დაიტანეთ ვაშლის შიგთავსი, მოაყარეთ შაქარი, დაჭრილი ნიგოზი და გადაახვიეთ რულეტივით.
- მომზადებული ცომი დაჭერით თქვენთვის სასურველ ფორმებად, რომელთა სისქე დაახლოებით 2-3 სანტიმეტრია.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, დააწყვეთ ორცხობილები და ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
- ფორმა შედეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!