ნაადრევი სიბერე თავიდან რომ ირიდოთ, გამოიყენეთ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი

ძვირფასო ქალბატონებო, იზრუნეთ სახის კანზე, არ მისცეთ ვერაგ ნაოჭებს უფლება, რომ დროზე ადრე დაიდონ ბინა თქვენს სახეზე, შეებრძოლეთ ასაკს, გამოიყენეთ ხალური მდიცინის რეცეპტები, მოამზადეთ უძლიერესი სამკურნალო საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.

შემოგთავაზებთ მალამოს რეცეპტს, რომელიც ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფ სახის კანსაც კი გაგიუმჯობესებთ.

საჭირო იგრედიენტები:

  • უმი კვერცხის გული (ნახევარი)
  • ნუშის ან ზეითუნის ზეთი 2 ჩ. კ.
  • ზღვის მარილი 1 ჩ. კ.
  • გვირილის ნაყენი 2 ჩ. კ. ( იხილეტ მომზადების წესი: 1 ჩ. კ. გვირილას გამხმარ ყვავილს დაასხით 200 გრ წყალი და ადუღეთ 15-20 წუთი)
  • თაფლი ნახევარი ჩ. კ.
  • ვაზელინი 2 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. მომზადებული მალამო გადაიტანეთ მინის თავდახურულ ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.
  2. მალამო დაიტანეთ სახის კანზე და წრიული მოძრაობებით კარგად შეიზილეთ. 30 წუთის შემდეგ კი ნარჩენები მინერალურ წყალში გაჯერებული ბამბის ტამპონით ჩამოიწმინდეთ.
  3. მალამოს შესაწოვად დიდი დრო სჭირდება, ამიტომ წაისვით დაძინებამდე 2 საათით ადრე.

ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით მალამო და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.