დაიწყეთ ყოველი დილა ამ საუზმეთი და თქვენი ორგანიზმის მადლობას გადაგიხდით

დღესასწაულებია და თავს უფლება მიეცით, გესიამოვნებინათ ნუგბარ-ნუგბარი კერძებით, გული იჯერეთ ტკბილეულით, მაგრამ ისიც კარგად იცით, რომ უკვალოდ არ ჩაივლის ეს სიამოვნება და შედეგად რამდენიმე ზედმეტ კილოგრამს მიიღებთ.

გირჩევთ, არ დააყოვნოთ და დაიწყეთ ორგანიზმის გაწმენდა. სტატიაში შემოგთავაზებთ ნაწლავების გამწმენდ საოცარ საშუალებას-წიწიბურას გასახდომ სასმელს.

წიწიბურას ფქვილისგან მოამზადეთ გემრიელი კოქტეილი, რომელიც უამრავი სამკურნალო თვისებით არის გაჯერებული.

  • წმენდს სისხლძარღვებს და ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.
  • ასწრაფებს და არეგულირებს მეტაბოლიზმის დონეს.
  • აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას.
  • სასარგებლოა კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებათა დროს.
  • გამოდევნის ორგანიზმიდან შლაკებს, ტოქსინებს.
  • აძლიერებს ნერვულ სისტემას.

გასახდომი საშუალების რეცეპტი

დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ საღამოს მომზადებული სასმელი, რომლის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ორი იგრედიენტი.

საჭირო იგრედიენტები:

  • წიწიბურას ბურღული 1 ს. კ.
  • უცხიმო კეფირი 1 ჩ. ჭ.

მომზადების წესები:

  1. წიწიბურა დაფქვით ყავის საფქვავში.
  2. წიწიბურას ბურღულს დაასხით უცხიმო იოგურტი, კარგად აურიეთ და შედეთ მაცივარში.

მიიღეთ წიწიბურას სასმელი 14 დღის განმავლობაში, შემდეგ ერთი თვე დაისვენეთ და კვლავ გააგრძელეთ. ჯადოსნური კოქტეილის წყალობით დღეში 500 გრამზე მეტს ზედმეტ წონას დაკარგავთ. სასურველია თუ რაციონიდან ამოიღებთ ალკოჰოლს, შეზღუდავთ ტკბილეულსა და ცომეულის მიღებას.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გაიწმინდეთ ოგანიზმი, იზრუნეთ თქვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.