ყაბზობა ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც დამოკიდებულია საკვებზე, წყლის ან ცელულოზას არასაკმარისი რაოდენობით მიღებაზე, ფიზიკურ პასიურობაზე, მედეიკამენტებზე და სხვა ფაქტორებზე.
- ყაბზობა არის შედეგი
- სტრესების
- უძილობის
- ასაკის
- ზოგიერთი მედიკამენტის
- ზოგიერთი ვიტამინის
- საკვების, რომელიც არ არის მდიდარი ცელულოზათი და წყლით.
ამ პრობლემის წინაშე დროდადრო ყველა ადამიანი აღმოჩნდება, მაგრამ შეღავათია ის, რომ უამრავი საშუალება არსებობს, რომელთა დახმარებუითაც ვახერხებთ მდგომარეობის შემსუბუქებას.
სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივ საფაღარათო საშუალებას, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია.
ინგრედიენტები:
- საჭირო იგრედიენტები:
- ფინიკი (უკურკო) 150გრ
- შავი ქლიავი 150 გრ
- ადუღებული წყალი 5 ჩ. ჭ
მომზადების წესები:
- ფინიკი და შავი ქლიავი დაჭერით, დაასხით ადუღებული წყალი და ხარშეთ, სანამ არ გასქელდება. მომზადებული მასა დაახლოებით 20 ულუფაა. თითო მიღებაზე მიირთვით 1 ს. კ.
- ნარევი შეგიძლიათ მიირთვათ საუზმესთან კომბინაციაში, დაამატოთ ფაფას, იოგურტს, კეფირს.
- რეცეპტის მიხედვით მომზადებული საშუალება რეკომენდებულია ყველა ასაკის ადამიანისთვის.
თუ თქვენ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გაქვთ ან მუცლის ძლიერი ტკივილები გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ შემოთავაზებული უმარტივესი საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.