თქვენ მაღალი წნევა ან გულის პრობლემები გაქვთ? აუცილებელი და პირველ რიგში გასთვალიწინებელია კვების რაციონის გადახედვა და ისეთი საკვები პროდუქტების ამოღება, რომლებიც ზიანს აყენებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს. მაგალითად, ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზი ნატრიუმის მაღალი დონეა.
რომელ პროდუქტებზე უნდა ვთქვათ უარი?
მარილი
დიდი რაოდენობით მარილის გამოყენებამ შეიძლება ზიანი მოუტანოს გულს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის გაძლიერება. მარილი იწვევს სითხის შეკავებას, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაზრდას და დიდ ზიანს აყენებს გულს, თირლმელებს და სხვა ორგანოებს.
სწრაფი კვების პროდუქტები
შემწვარი კარტოფილის საშუალო ულუფა შეიცავს 19 გრ ცხიმს და 270 მგ ნატრიუმს. აქედან გამომდინარე გამოიტანეთ დასკვნა თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ამ პროდუქტებს ორგანიზმისთვის.
უაკოლჰოლო სასმელები
შაქარი და ხელოვნური დამატკბობლები, პროდუქტები რომლებიც შედის უალკოჰოლო სასმელებში, იწვევს ჰიპერტენზიას.
ალკოჰოლური სასმელები
ალკოჰოლური სასმელების ზომიერი მოხმარება ამცირებს გულისცემის დონეს. ჰიპერტენზიის მქონე ადამიანები უნდა შეზღუდონ ალკოჰოლური სასმელების მიღება. ქალბატონებისთვის დაშვებული ნორმა არის 1 ჭიქა, ხოლო მამაკაცებისთვის-1-2 ჭიქა.
წითელი ხორცი
ცხიმიანი საკვები და წითელი ხორცი შეიცავს ჰიდროგენიზირებულ ცხიმს, რომელსაც შუძლია ზიანი მიაყენოს თქვენს გულსა და ვენებს. ასე რომ, შეწყვიტეთ სწრაფი კვების პრდუქტების მიღება, რომლებიც გაჯერებულია ტრანს-ცხიმებით.
დამუშავაებული ხორცი
მაქსიმალურად უნდა შეზღუდოთ სოსისების, ბეკონის, ძეხვეულის და სხვა დამუშავებული პროდუქტების მირთმევა. მიირთვით უმარილო ან ნაკლები მარილით ქათმის, ინდაურის ხორცი, მაგრამ თუ ძალიან გიყვართ ბეკონი ხანდახან შეგიძლიათ ისიამოვნოთ.
შაქარი
შაქარი-ჰიპერტენზიის ყველაზე დიდი მტერია. შაქრის დიდი რაოდენობით გამოყენება იწვევს წონის მატებას და შესაბამისად ჰიპერტენზიას.
ფუნჩულები (პონჩიკი)
ვის არ უყვარს გემრიელი ფუნჩულები? მაგრამ ერთი ფუნჩულა შეიცავს 200 კალორიას და 12 გრ. ცხიმს. როგორც ხედავთ, ამ ნუგბარის მირთმევა თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
მარგანინი
თქვენი კვების რაციონიდან აუცილებლად ამოიღეთ მარგანინი, რადგან ის შეიცავს მავნე ტრანს-ცხიმებს.
ლაფშა
გამორიცხეთ კვების მენიუდან სწრაფი მომზადების სუპები და ლაფშა, თუ წნევის მკვეთრი ცვლილებების თავიდან არიდება გსურთ.