მალამო დედის რეცეპტით, რომელიც ლაქებსა და ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის

ყველა ქალს აქვს სახის მოვლის რჩეული საშუალებები, რომლებსაც მუდმივად იყენებენ. გამონაკლისს არც მე წარმოვადგენ, მეც მაქვს პატარ-პატარა საიდუმლო მეთოდები, რომელთაც ხშირად ვიყენებ, რადგან ისინი დადებითად მოქმედებს ჩემს სახის კანზე.

გამოცდილებას გაგიზიარებთ თქვენც და შემოგთავაზებთ ნაოჭების სააწინააღმდეგო უძლიერესი საშუალების რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად  დაგჭირდებათ მხოლოდ 2 იგრედიენტი.

ნაოჭების საწინააღმდეგო ალოეს წვენისა და ქოქოსის ზეთის მალამოს რეცეპტი

საჭირო იგრედიენტები:

  • ალოეს წვენი 100 მლ
  • ქოქოსის ზეთი 100 მლ

ალოე გასაოცრად სასარგებლო მცენარეა, რომელიც დაგეხმარებათ სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. ალოეს ზეთი და წვენი ეფექტურად გამოიყენება კოსმეტიკური საშუალებების მოსამზადებლად.

ქოქოსის ზეთი კვებავს და ატენიანებს კანს. მისი შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ქოქოსის ზეთი ოდნავ შეათბეთ და მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ. არომატისთვის შეგიძლიათ დაამატოთ ვანილის ან ლავანდის ეთერზეთი.  მომზადებული მალამო მაცივარში შეინახეთ. თუ ქოქოსის ზეთი გამაგრდა, არ ინერვიულოთ, ის ადვილად დნება ხელში.

ძილის წინ მალამო დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და შეიზილეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, მოამზადეთ შემოთვაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.