თეთრი სამოსი ელეგანტური, ულამაზესი და სადღესასწაულოა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ადვილად ჭუჭყიანდება და ხშირი რეცხვა კი მას სიქათქათეს უკარგავს, ხოლო ნივთებიდან ლაქების ამოყვანა ეს კიდევ ცალკე პრობლემაა.
ნუ შეუშინდებით სირთულეს, არ თქვათ უარი ულამაზესს თეთრ სამოსზე, უბრალოდ, რამდენიმე ხერხის ცოდნა არის აუცილებელი და თქვენი სამოსის სიქათქათე ყველას აღაფრთოვანებს.
სტატიაში შემოგთავაზებთ ფრანგული რეცხვის მეთოდს, რომელიც თქვენს სამოსს გამოხარშვის გარეშე დაუბრუნებს სიქათქათეს.
საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ლითონის სათლი და ქვაბი
- სარეცხი საპნის ¼ ნაწილი
- კალიუმის პერმანგანატის 5-7 კრისტალი
- თითოეულში ჩაასხით 4-5 ლ წყალი და დადგით ცეცხლზე.
- სარეცხი საპონი გახეხეთ.
- წყალი ადუღდება თუ არა ჭურჭელი გადმოდგით ცეცხლიდან.
- ვედროს დაამატეთ კალიუმის პერმანგანატის კრისტალები (წყალი უნდა გახდეს ვარდისფერი და არა იისფერი) და ეცადეთ, რომ კრისტალები კარგად გაიხსნას.
- ქვაბს დაამატეთ საპონი და კარგად გახსენით.
- მომზადებული ნარევები ერთმანეთში გადაურიეთ და აურიეთ.
- მიღებულ სარეცხ საშუალებში ჩააწყვეთ თქვენი თეთრი ნივთები და დააყოვნეთ 6-8 საათით.
გამოცადეთ ეს მეთოდი და პირობას გაძლევთ, შედეგით კმაყოფილი დარჩებით.