იკეთეთ კანის მასაჟი ზეთების ნარევით, რათა მიმიკური ნაოჭების შემცირებაც კი შეძლოთ

688

ადამიანები მუდმივად ზრუნავენ გარეგნულ იერზე. უამრავ სხვადახვა საშუალებას იყენებენ, რათა ჰქონდეთ ლამაზი თმა, ფრჩხილები, სახის კანი. განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება სახის კანს, რადგან ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება არასასურველი ხაზები, ნაოჭები, რომელთა წარმოქმნასაც ძალიან განიცდიან მშვენიერი სქესის წარმომადგენლები და სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ. თვალების გარშემო წარმოქმნილი ნაოჭები კი სიბერის პირველ მაჩვენებლად ითვლება და, ამიტომ დიდი ძალისხმევით ებრძვიან ქალბატონები მათ.

სტატიაში მოგაწვდით ინფორმაციას თუ როგორ შეუნარჩუნოთ თვალების გარშემო კანს ახალგაზრდობა ერთი ზეთის დახმარებით. საშუალება, რომლის შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ  ყველსთვის ხელმისაწვდომი და საოცრად ეფექტურია.

აბუსალათინის ზეთი-უმარტივესი სააფთიაქო საშუალება, რომლის შეძენაც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს საოცრება ეფექტურად ებრძვის თვალების გარშემო არსებულ ნაოჭებს. დაძინებამდე თხელ ფენად შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი.  მთელი ღამით დაიტოვეთ და დილით ნახავთ, რომ შეშუპება მოგეხსნებათ, კანი გაგიმკვრივდებათ. შემოთავაზებული საშუალება ატენიანებს და კვებავს კანს.

შემოგთავაზებთ აბუსალათინის ზეთის ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტს.

საჭირო იგრედიენტები:

  • აბუსალათინის ზეთი 1 დესერტის კოვზი
  • ზეთოვანი E ვიტამინი 5 წვეთი (შეგიძლიათ გამოიყენოთ კაფსულებიც)

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული იგრედიენტები აურიეთ და დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ. დააყოვნეთ 10 წუთი, შემდეგ კი ნიღაბის ნარჩენები ხელსახოცით ჩამოიწმინდეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ შემოთავაზებული ნიღაბი და რამდენიმე პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თვალების გარშემო კანი მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ, წვრილი ნაოჭები გაგისწორდებათ და შეშუპებაც მოგეხსნებათ.